четверг, 30 ноября 2017 г.

კოლხური ბზია დაკალმება

      კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი . ბოლო რამოდენიმე წელია აჭარაში მასიურად დაავადდა კოლხური ბზა. ამ დაავადებას ბზის ალურა ჰქვია.ბზა მასიურად ხმება ბაღებში,სკვერებში,ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე.ჯერ ვერ გამოინახა მისი გადარჩენის საშუალება.გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრეპარატზე,რომელიც დაამარცხებს ბზის ალურას.ჩვენც აქტიურად ვართ ჩაბმული ბზის გადარჩენის კამპანიაში.მოვიძიეთ ბზის ჯანსაღი ტოტები და დავაკალმეთ.დაკალმების შემდეგ ვზრუნავთ მის გახარებასა და გამრავლებაზე.

         
    

შევინარჩუნოთ სუფთა კლიმატი

    ტყე რომ განადგურდეს-განადგურდება ხალხიც,ამას უნდა მიაქციოს თითოეულმა ადამიანმა ყურადღება.ტყეს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სასმელი წყლის,სუფთა ჰაერისა და კლიმატის შენარჩუნებაში.ჩვენც ვზრუნავთ კლიმატის შენარჩუნებაზე,რაშიც აქტიურად გვეხმარება სოფლის თემი,სატყეო მეურნეობა და სკოლის ადმინისტრაცია.ჩვენ ერთად ვზრუნავთ ხეების დარგვით სუფთა კლიმატის შენარჩუნებაზე. გუშინ უკვე წარსულია ,ხვალ ჯერ არ დამდგარა,ჩვენ გვაქვს მხოლოდ დღევანდელი დღე.ვიზრუნოთ ყოველდღიურად სუფთა კლიმატის შენარჩუნებაზე. 

           

ჭოროხისა და ბოლოყოს სანაპირო ზოლის დასუფთავება


      ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ლოკალური გარემოს შენარჩუნებით,მოვლითა  და განვითარებით უნდა დავიწყოთ.მისი მოვლა მოსახლეობის უფლებაცაა და  მოვალეობაც.ჩვენს სოფელს ორი მდინარე ჩამოუდის.მდინარე ბოლოყო და ჭოროხი.ჩვენი სოფლის მდინარეებიდან ზღვის შესართავამდე მანძილი დაახლოებით 10 კილომეტრია.ამიტომ სანაპირო ზოლის პერიოდული დასუფთავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ერთის მხრივ ვასუფთავებთ ლოკალურ გარემოს და მეორეს მხრივ ვიცავთ შავ ზღვას ნარჩენებისაგან.

вторник, 28 ноября 2017 г.

ბუნებისდამცველთა ეკოლოგიურ კლუბ "ნატურალისტების " სამუშაო გეგმა


                          








































მოუარეთ დედამიწას, ის საჩუქრად არ მიგიღიათ, იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს!





სასკოლო ეკოლოგიური კლუბი ნატურალისტები

კლუბის მიზნები:

v  გარემოსდამცველი გარემოს შესახებ  ცნობიერების ამაღლება;
v  გარემოში არსებული პრობლემების გაცნობიერება და ეფექტურად გადაჭრის გზების ძიება;
v  ეკოსისტემის შესწავლა;
v  გარემო პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებე,რომ ცხოვრების ხარისხი ბალანსის მიღწევაზე ტექნოლოგიურ განვითარებას,ჰუმანურ ღირებულებებსა და დედამიწის რესურსების გონიერ მართვას შორის;

სამიზნე  ჯგუფი:   VIII-IX  კლასი










ეკოლოგიური კლუბის აქტივობები:

         განრიგი:   2017 წლის ოქტობმერი-2018 წლის ოქტომბერი.
v  კლიმატის  ცვლილებების საერთაშორისო დღე(ოქტობმრის ბოლო კვირა);2017 წელი.
v  ვერცხლისფერი ნაძვის დაკალმება გვია შემოდგომაზე(ნოემბერი);
v  ფოტოგამოფენის მოწყობა-ჩემი სოფლის ბუნება ზამთარში.ნიადაგის მსოფლიო დღე,მთის საერთაშრისო დღე.(ზამთარში-5-10 დეკემბერი;
v  სემინარი -„სასმელი წყლის შენარჩუნება და მოვლა“ იანვარი ბოლო კვირა;
v  პოლარული დათვის საეთაშორისო დღე-ვიქტორინა თოვლის უდაბნო და მისი ბინადრება;თებერვლის მესამე კვირა;
v  ტყის საერთაშორისო დღე.კონფერენცია-ტყის როლი სასმელი წყლის,სუფთა ჰაერისა და კლიმატის სენარჩუნებაში(21 მარტი);
v  დედამიწის დღის აღნიშვნა(აპრილი, მესამე კვირა);
v  კონკურსი-ბუნებრივი გარემოს შესახებ არსებულ ცოდნის გამოვლენა(ტყე);
v  გასვლითი ექსკურსიი მოწყობა(მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები-მაისი-ივნისი);
v  მსოფლიოში სიდიდით მესამე ფრინველთა სამიგრაციო დერეფანი აჭარაში „ბათუმის ძაბრი“.მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება სოფელ სახალვაშოში;მტაცებელი ფრინველების დაცვითი აქტივობები (სექტემბრის  ბოლო კვირა);2018 წელი
v  შავი ზღვი საერთაშორისო დღე,გარემოსდაცვითი აქტივობები.კონფერენცია შავი ზღვა.(ოქტომბრის ბოლო კვირა);2018 წელი


v  მდინარე ბოლოყოსა და ჭოროხის სანაპირო ხაზის რეგულარული დასუფთავება.(გაზაფდული-შემოდგომა);
v  წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა.კოლხური ბზის მდგომარეობის შესწავლა აჭარაში და ბზის დაკალმება  შემოგდომასა და გაზაფხულზე(ოქტომბერი-აპრილი);
v  ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისათვის საინფორმაციო ბროშურებისა და ვიდეორგოლრბის დამზადება,სოციალური  ქსელების გამოყენება. პერიოდულად თემის შესაბამისად);
v  გარემოს დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობა- პეროიდულად თემის შესაბამისად;


                                განაცხადი  კლუბის  წევრობაზე

                                                                        სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის        ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ            
                                                                     თხილნარის№1  საჯარო  სკოლის
ბუნებისდამცველთა ეკოლოგიური
                                                            კლუბის კურატორს  დიანა  ბერიძეს
                                                         ამავე სკოლის   -----  კლასის მოსწავლის
                                              მშობელ   ---------------------  ----------------------



                       გ     ა   ნ  ც    ხ    ა    დ    ე    ბ   ა

მსურს გაცნობოთ, რომ სურვილი მაქვს ჩემი შვილი  ------------------------
გაერთიანდეს აღნიშნულ კლუბში.


პატივისცემით:                                                                      თარიღი: