სადამრიგებლო
პროგრამა
მეოთხე კლასის სადამრიგებლო გეგმა
2013-2014 სასწავლო წელი
მეოთხეკლასელებს უჩნდებათ
ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი
ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობის და შინაგანი ღირებულებების აღიარება. ამ ასაკში მნიშვნელოვანია საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება
უფროსებთან მუშაობის სტილი. ისინი უფროსებისგან უფრო მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ასაკში აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების
ჰარმონიულ ბალანსზე. შესაბამისად, ხშირად ვატარებ აღნიშნულ თემაზე საუბრებს, ვეცნობით
ბავშვთა უფლებებს, კლასთან ერთად შევადგინეთ მოსწავლის ვალდებულებები.
მეოთხეკლასელები დიდი
ენთუზიაზმით ეკიდებიან ჯგუფურ სამუშაოებს, სადაც მათი როლი მაღალია, იზრდება პასუხისმგებლობა,
შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე, ხდებიან დამოუკიდებლები როდორც სწავლაში,
ისე ურთიერთობის სფეროში. კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათ ,,თავიანთი საქმეები“,ხშირად
მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
ჩემი სადამრიგებლო პროგრამა ემყარება
აღრზდის მთლიანობას,ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღრზდას, მოსწავლის
შინაგანი ძალების აქტივაციას, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლინებას, პასუხისმგებლობისა
და ვალდებულებების გრძნობის განვითარებას.
სადამრიგებლო პროგრამა ემყარება შემდეგ პრინციპეპს;
- უფლებებისა და მოვალეობების გათვითცნობიერება;
- პიროვნება, სოციუმის სრულუფლებიანი წევრი;
- ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობების შექმნა;
სადამრიგებლო
საათის მიმართულებები:
1.
პიროვნული და მორალური განვითარება-მიმართულებების მიზანია ბავშვებში პიროვნული
უნიკალურობის გრძნობის ჩამოყალიბება,სხვა პიროვნებისადმი შემწყნარებლურიდამოკიდებულების
ფორმირება(მათი მიღება ისეთად,როგორებიც არიან)საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი
გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსედისდაცვით
ურთიერთოდის დამყარების უნარის განვითარება.
2.გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი
წესი-ბავშვეგი გარემოს,პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილებების განვითარება,სწორი კვება,დღის
რეჟიმის დაცვა,სპორტის მნიშვნელობის გათვითცნობიერება,იმ აზრის დამკვიდრება,რომ გარემოს
დაცვა,აქტიურობა,ჯანმრთელობა,საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
3.უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული
ცნობიერება-მოსწავლეში საკუთარი ქვეყნისადმიპო ზიტიური დამოკიდებულების,სამშობლოს სიყვარულის
გრძნობის განვითარება,ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების
შესახებ:საკუთარი თავის,ეზოს,ქუჩის,ქალაქის,სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
4.ინტელექტუალური და ესთეთიკური განვითარება-მოსწავლეებში
ხელოვნების,ლიტერატურის,ტექნოლოგიური და სამეცნიერომიღწევებისადმი ინტერესების გაღვიძება.
სადამრიგებლო საათი დაგეგმილი მაქვს ყოველ ხუთშაბათს,სადამრიგებლო საათის ჩატარების დროს გავითვალისწინებ მოსწავლეების სურვილებს და შესაძლებლობებს,ხშირად ჩავატარებ დისკუსიებს იმ საჭირბოროტო საკითხებზე,რომელიც აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში.
გავიყვან მოსწავლეებს ექსკურსიაზე თოჯინების
თეატრში,ბათუმის ცირკში,დელფინარიუმში,წლის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს ექსკურსია იმერეთის
ღირშესანიშნაობების დასათვალიერებრად.
ვაწარმოებ აღრიცხვას მშობლებთან საგანგებო
შეხვედრების შესახებ,მექნება ვიზიტები მოსწავლეთა ოჯახებში საჭიროების მიხედვით.
ავარჩევთ საინტერესო მოთხრობებს და
ჩავატარებ დისკუსიას,დავაწერინებ ბავშვებს შთაბეჭგილებებს,შევასრულებებინებ ნახატებს
და გავაკეთებთ გამოფენას.
წლის ბოლოს გავაკეთებთ ღონისძიებას,რომელიც იქნება მეოთხეკლასელების წარდგენა
მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.
ჩავატარებ კლასსაათებს აღმზრდელობით თემებზე:
- თამბაქოს მავნე ზეგავლენა;
- არასტანდარტულ სიტუაციაში ადეკვატური მოქმედებები;
- უფლებების დარღვევა,ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება;
- ქვეყნისა და მსოფლიოს გამოჩენილი პიროვნებები,მეცნიერული აღმოჩენები;
- ჩვენი უნარები და შესაძლებლობები; უნარები+შრომისმოყვარეობა=წარმატება
- მინდა გავხდე კულტურული ადამიანი;
- ბავშვთა უფლებები,ბავშვთა მოვსლეობები;
- ადამიანის უფლებები და მოვალეობები,პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პატივისცემა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების;
მეოთხე კლასის დამრიგებლის წლიური მუშაობის ანგარიში
2013-2014 სასწავლო წელი
მეოთხეკლასელებთან მთელი წლის განმავლობაში ვაწარმოეთ ნაყოფიერი მუშაობა,ჩატარებულიკლასსაათები,საუბრები,ღონისძიებები,ექსკურსიები,გამოფენები,დისკუსიები
მიმართული იყო მოსწავლის პიროვნული განვითარების,სოციუმში პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების
უნარის განვითარების,პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვის უნარის განვითარება.
კლასში სისტემატიურად ვატარებდი საუბრებს
პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ,სწორი კვების
და დღის რეჟიმის დაცვის შესახებ.აღნიშნულ თემაზე საუბრის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუჯებში იმსჯელეს და დაწერეს საინტერესო
თემები:თამბაქოს მოწევა,ჯანსაღი კვება,არასწორი კვება.ბავშვები აქტიურად ჩაბმული არიან
სპორტულ ცხოვრებაში,გაერთიანებული არიან სპორტულ სექციებში:რაგბი,ჭადრაკი,ფეხბურთი.
ბავშვები იაზრებენ სპორტის მნიშვნელობას
ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.აქტიურად იღებენ მონაწილეობას გარემოს დაცვით
ღონისძიებებში,რადგან გააზრებული აქვთ თუ რაოდენ მნიშვნელოვან კავშირშია ადამიანი და
გარემო.მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა და ერთად ვიზრუნეთ მდინარის დასუფთავებაზე.
სისტემატიური კავშირი მქონდა მშობლებთან მოსწავლეების
აკადემიური მოსწრების დონის ამაღლების მიზნით,რადგან ამ ეტაპზე მშობლის როლი მაღალია იმის ჩამოსაყალიბებლად,რომ
მოსწავლე მიეჩვიოს რუტინულ შრომას.
წლის განმავლობაში ბავშვებმა ნახეს თოჯინების
წარმოდგენები:,,ბრემენელი მუსიკოსები“,“საახალწლო წარმოდგენა“,“სამი გოჭი“ .ნახეს ბათუმის
ცირკში საცირკო წარმოდგენა,ნახეს ბათუმის დელფინარიუმი,წლის ბოლოს დაათვალიერეს იმერეთის
ღირშესანიშნაოებები,ჩავატარეთ ღონისძიება“შუქი სიკეთისა“.
გავმართეთ დისკუსიები თემებზე:
შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ფოტოები :)- ჩემი სამყარო,ინტერესები,საქმიანობა;
- მინდა გავხდე კულტურული ადამიანი;
- კულტურული ადამიანის დახასიათება;
- სტუმრად ყოფნისას კაფეში;
- ეთიკა,ზრდილობა სასკოლო გარემოში;
- პატივისცემა საკუთარი თავის და სხვისი;
- ჯანსაღი საკვები,ზრდისთვის საჭირო ნივთიერებები;
- თამბაქოს მავნე ზეგავლენა;
- გზაზე მოძრაობის წესები;
- მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები;
- საყვარელი ფილმის გმირი;
ექსკურსია იმერეთში
Комментариев нет:
Отправить комментарий