ახალი წლის დადგომათან ერთად სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მხარი ავუბით გარემოს დაცვის სამინისტროს გამოწვევას -ახალ წელს დარგე
ახალი ნაძვის ხე.როგორც ვიცით ხანძარმა 2017 წლის აგვისტოში საქართველოს ტყეებს ბევრ
ადგილას შეუტია და გაანადგურა 1000-მდე ჰექტარი.ტყეებს საქართველოს ტერიტორიის 40%
ეკავა,მაგრამ ბოლო დროს ტყეების ჭრამ,ხანძრებმა და სხვა მიზეზებმა საქართველოს სიმდიდრე საფრთხის წინაშე დააყენა.ტყე
კი ჩვენი არსებობოს მნიშვნელოვანი ნაწილია,იგი სასმელი წყლის 75%-ს,სუფთა ჰაერსა და
კლიმატს გვინარჩუნებს. ამიტომ ბუნების გადასარჩენად დავნერგეთ ახალი ტრადიცია და ახალი
2018 წელი ჩვენი სკოლის ბუნებისდამცველებმა
დავიწყეთ ახალი სიცოცხლის დაბადებით. ჩვენი სოფლის მეტყევემ მოგვაწოდა ნაძვის
ხის ნერგები და გაგვიწია შესაბამისი კონსულტაცია.ნაძვის ხის დასარგავად შევარჩიეთ ჩვენი
სოფლის მდინარის ნაპირები,სადაც მიწის ჩამოშლის საშიშროება იდგა.დავრგეთ ნაძვის ხეები,შევიტანეთ
ახალი ნერგების სააღრიხცვო ჟურნალში და დავიწყეთ მასზე მზრუნველობა. ყოველი დარგული ხის ნერგი კვლავ გაამდიდრებს საქართველოს ბუნებას
და იქნება გარანტი მომავალი ჯანმრთელი თაობის გასაზრდელად.მრავალ ახალ
ხეს ახალ 2018 წელს.

ხეს ახალ 2018 წელს.