2 თებერვალი მსოფლიო
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეა.მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ
კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი.კონვენცია
უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის
აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელ მსოფლიოში.ჭარბტენინი ტერიტორიების
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოვაწყეთ სემინარი თემაზე“კოლხეთის დაცული
ტერიტორია და მისი მნიშვნელობა ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად“.
როგორც ვიცით ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; ჭაობი არის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების საშუალება, წყლის “ბუნებრივი ფილტრი“, გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების და გამრავლების ადგილი, ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია.განვიხილეთ ქობულეთის დაბლობში ისპანი II-ის ჭაობი-ადგილი რომლის მსგავსი მსოფლიოში თითზე
ჩამოსათვლელია.აქ გვხდება მცენარეთა ისეთი
სახეობები ,რომელიც სუბტროპიკებისათვის არაა დამახასიათებელი და წითელ წიგნშია
შეტანილი,აგრეთვე ენდემური წვრილი ძუძუმწოვრები .შევქმენით კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა
ფრინველების ელექტრონული წიგნი.დავწერეთ კედლის გაზეთი,რომელსაც რამსარის ლოგო
ამშვენებს და შევქმენით ბროშურა „გამოუსადეგარი ჭაობი, თუ უნიკალური ეკოსისტემა“.ბროშურა გავარცელეთ
მოსწავლეებში,გაზეთი გამოვაკარით „მწვანე სკოლის“საგამოფენო დაფაზე და ელექტრონული
წიგნი განთავსებულია CENN-ის ბიბლიოთეკაში,რომელიც
ხელმისაწვდომია ყველასათვის.







