წრე - ჩვენ და გარემო. IV შეხვედრა
28. 02.2020 წელი.
28. 02.2020 წელი.
წრის მეოთხე
შეხვედრაზე განვიხილეთ მდგრადი განვითარების მე-14 მიზანი წყალქვეშა რესურსი.
ადამიანის საქმიანობა ძალიან ბევრ ნაგავს წარმოქმნის - 13,000 პლასტმასის ნაჭერი ოკეანის ყოველ კვადრატულ
კილომეტრზე. ოკეანეებში მოხვედრილმა ნარჩენმა ოკეანეების მჟავიანობა 26% -ით გაზარდა. მართალია ეს კაცობრიობის გლობალური პრობლემაა, მაგრამ გვიკავშირდება
ყოველ ჩვენთაგანს. სწორედ ჩვენს მიერ გადაგდებული
ნარჩენი ხვდება ჯერ გარემოში, შემდეგ მდინარეში, ზღვაში და ოკეანეში. თუ ჩვენ შევამცირებთ
ნარჩენების მოხვედრას გარემოში , დავასუფთავებთ მდინარეებისა და ზღვების სანაპიროებს
,ამით შევამცირებთ ნარჩენების მოხვედრას ოკეანეებში.
მდგრადი განვითარების
მე-14 მიზნის განხილვის შემდეგ, ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება გარემოსდაცვითი ეკოლოგიური აქტივობის განხორციელება ჩვენს სოფელში, რომ დავეხმაროთ გარემოს. ამისათვის
დავგეგმეთ მდინარე ბოლოყოს 200 მეტრიანი სანაპირო ზოლის დასუფთავება. შესაბამისად ბოლოყო
ვეღარ ჩაიტანს ნარჩენს მდინარე ჭოროხში, რომელიც უერთდება შავ ზღვას.