წრე - ჩვენ და გარემო II შეხვედრა
14.02. 2020 წელი
წრის „ჩვენ და გარემოს“ მეორე შეხვედრაზე გავეცანით
და განვიხილეთ წრის სამუშაო გეგმას. სამუშაო
პროცესში დავგეგმეთ ბევრი გარემოსდაცვითი აქტივობები, რასაც განვახორციელებთ ლოკალურ
გარემოში, რადგან გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური გარემო ჩვენს გარშემო.
ზამთარია და გარკვეული
მოვლა და დახმარება სჭირდება მცენარეებსა და
ცხოველებს. წრის მუშაობის პროცესში დიდთოვლობის
დროს მოვუარეთ ჩვენი სკოლის ეზოში და შემოგარენში ხის ნარგავებს, გავათავისუფლეთ თოვლისაგან.
ზამთრის დასაწყისში ჩვენთან დამრჩენ ფრინველებს მოვუწყვეთ საბუდარები, თოვლის მოსვლამდე
კვლავ მოვინახულეთ ფრინველების საბუდარები და შევავსეთ კიდევ ახალი ბუდეებით. მოსწავლეებმა
გაინაწილეს გრაფიკი და ზამთრის განმავლობაში საკვებით მოამარაგებენ ფრინველებს ბუდეებთან ახლოს.
საწრეო მუშაობა
წრის
დასახელება: „
ჩვენ და გარემო "
სკოლა:
სსიპ მიმდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: 2020 წლის II- სემესტრი.
შეხვედრები კვირაში ერთხელ, პარასკევი
14:00 სთ.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი
კლასების მასწავლებელი დიანა ბერიძე.
წრის მიზნები
·
განუვითარდეს მოსწავლეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია - მოახერხოს
კონსტრუქციული თანამშრომლობით გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება. .
·
ეკოლოგიური წიგნიერება- უნარებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
·
გარემოს მდგრადი
განვითარების მნიშვნელობის გააზრება. ადამიანისა
და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების
გააზრებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი
კანონზომიერების ცოდნას.
·
წრის საქმიანობა დადებითად აისახება მათი სწავლის პროცესზე და სწავლის
შედეგებზე.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
გარემოსდაცვითი სასწავლო
წრის სახელია „ჩვენ და გარემო“ , ხოლო სლოგანი - არ დაირღვას
ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის.
წრის მუშაობის პროცესში , შევისწავლით ლოკალურ გარემოს, ვიმსჯელებთ გლობალურ
გარემოსდაცვით პრობლემებზე, განვიხილავთ და
განვახორციელებთ მდგრადი განვითარების მიზნებს,
რისი საშუალებითაც მოვახერხებთ ლოკალურ გარემოში ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიასა
და გარემოს დაცვას. სამუშაო პროცესში განვახორციელებთ ბევრ გარემოსდაცვით
აქტივობებს, შევქნით გარემოსდაცვით ბუკლეტებს, შევეცდებით ნარჩენების მართვას, გარემოს
შევავსებთ ბევრი ახალი ნარგავით და ვიზრუნებთ
მასზე..
საწრეო მუშაობის გეგმა
N
|
თემები/საკითხები
|
ჩატარების დრო
|
აქტივობები
|
რესურსი
|
1
|
ჯგუფის
წევრების შეხვედრა. ქცევის წესების შემუშავება.
ლოგოს
შემუშავება
წრის სამუშაო გეგმის ერთობლივად განხილვა და შემუშავება.
|
07.02
|
წრის წევრების გაცნობა.
წრის ლოგოს და დასახელების შერჩევა.
წრის სამუშაო გეგმის მიმოხილვა და
ერთობლივად შემუშავება.
გლობალური ეკოლოგიური პრობლემებს მიმოხილვა
ლოკალური ეკოლოგიური პრობლემების განხილვა და მისი გადაჭრის გზების ძიება.
წრეში მუშაობის წესების შემუშავება.
|
ქცევის წესები
წრის ლოგო
|
2
|
წრის სამოქმედო გეგმის გაცნობა.
ზამთარში
მცენარეებისა და ცხოველების დახმარების აქტივობები.
|
14.02.
|
წრის სამოქმედო გეგმის გაცნობა.
დათოვლილი ხეების თოვლისგან გათავისუფლება.
ფრინველებისათვის დადგმული ბუდეების მონახულება და
ახალი ბუდეებით შევსება.
|
საწრეო მუშაობის გეგმა.
ფრინველების ბუდეები.
|
3
|
მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა.
სკოლის შემოგარენის დასუფთავება
|
21.02.
|
მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა და განხილვა. აქტივობების შერჩევა ,
რისი განხორციელებით გავალთ მდგრადი განვითარების მიზნებზე.
სკოლის შემოგარენის დასუფთავება.
|
მდგრადი განვითარების მიზნები
პარკები, სამუშაო ხელთათმანები,
ნიღბები.
|
4
|
მდინარე ბოლოყოს სანაპირო ზოლის
დასუფთავება
|
27.02.
|
მდინარე ბოლოყოს 50-მერტიანი სანაპირო ზოლის დასუფთავება
|
პარკები, სამუშაო ხელთათმანები,
ნიღბები.
|
5
|
მსოფლიო
ველური ბუნების დღე
|
06.03.
|
აჭარის
ბიომრავალფეროვნების გაცნობა.
სოფელ თხილნარში
ენდემური სახეობების მოძიება და შესწავლა.
სოფელ თხილნარში წითელ
წიგნში შეტანილი მცენარეების მოძიება, შესწავლა და მოვლა.
|
წიგნი-აჭარის
ბიომრავალფეროვნება
|
6
|
ტყის საერთაშორისო დღე
|
20.03.
|
სკოლის ტერიტორიაზე და
დასასვენებელ პარკებში ხეების დარგვა
შეხვედრა მეტყევეებთან
|
ხის ნერგები, ბარი,
სამუშაო ხელთათმანები
|
7
|
წყლის საერთაშორისო დღე
|
27.03.
|
ვიზიტი ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის წყლის სანიტარულ კვლევაზე .
ვიდეოფილმი ტყე და წყალი.
|
სკოლის სასმელი წყალი.
ფილმი ტყე და წყალი
|
8
|
სკოლის ეზოში, გაზონებსა და მწვანე სივრცეებში ახალი
ნარგავების დარგვა
|
03.04.
|
ვიზიტი ქალაქ ბათუმის
გამწვანების სასათბურე მეურნეობაში.
სკოლის ეზოში ნარგავების
მოვლა და ახალი ნარგავებით შევსება
|
საყვავილე ჩითილები, სამუშაო
ხელთათმანები, ნიჩაბი.
|
9
|
მდინარისა და სოფლის
ტერიტორიაზე ეროზირებულ ადგილებზე
ნარგავების დარგვა
|
10.04.
|
სოფლის ტერიტორიაზე
ეროზირებული ტერიტორიების შესწავლა და ხის ნერგების დარგვა
|
ხის ნერგები, ბარი,
სამუშაო ხელთათმანები
|
10
|
დედამიწის
დღე
დღე ავტომობილის
გარეშე
|
24.04.
|
ბუკლეტების
შექმნა და მოსახლეობაში დარიგება.
სახალისო
აქტივობები დღე ავტომობილის გარეშე.
|
ბუკლეტი
- დღე ავტომობილის გარეშე
|
11
|
მეწყერსაშიში ზონების შესწავლა და ხის ნერგების დარგვა.
|
01.05.
|
საქართველოს მეწყერსაშიში
ზონების მიმოხილვა. ჩვენი სოფლის დამეწყრილი ადგილების შესწავლა და პრევენციის
მიზნით ხის ნერგების დარგვა.
|
ხის ნერგები, ბარი,
სამუშაო ხელთათმანები.
|
12
|
კვლევა - რამდენ ნარჩენს წარმოქმნით თქვენ
რა რაოდენობის ნარჩენები შეიძლებოდა, არ
გადაყრილიყო ნაგავსაყრელში?
|
08.05.
|
ერთკვირიანი კვლევა-
რამდენ ნარჩენს წარმოვქმნი. კვლევის შედეგების პრეზენტაცია და მისი შემცირების
აქტივობების დაგეგმვა.
|
დაკვირვების დღიური
|
13
|
რეგულაციები პლასტიკის პარკების მოხმარებაზე
|
15.05.
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2018 წლის რეგულაციის გაცნობა პლასტიკის
პარკების მოხმარებაზე.
გარემოსდაცვითი დოკუმენტური ფილმის ჩვენება
|
პლასტიკის პარკების რეგულაციების დადგენილება.
|
14
|
მწვანემომხმარებელი -
მწვანე მომხმარებლის დღე
|
22.05.
|
ქსოვილის მრავალჯერადი
ჩანთების შეკერვა.
|
საკერავი მანქანები,
მეორადი ტანსაცმელი, ქსოვილი, საკერავი
ძაფი, ცხელი წებო, ღილები, მაკრატელი.
|
15
|
წრის მუშაობს შეჯამება
|
29.05.
|
წრის მუშაობის შეჯამება,
გარემოსდაცვითი აქტივობების განხილვა, გრძელვადიანი აქტივობების მონიტორინგი
და სამომავლო გეგმების დაგეგმვა.
|
|
ფოტომასალა