ჩრდილების თეატრი II შეხვედრა
10.02.2020 წელი
ჩრდილების თეატრის მეორე
შეხვედრაზე მოსწავლეებს შევახსენეთ პირველ შეხვედრაზე ერთობლივად შემუშავებული
ქცევის წესები და გავეცანით წრის სამუშაო გეგმას. წრის გეგმაში გაწერილია ის სამუშაები რაც
მოსწავლეებს დაეხმარება კითხვის ტექნიკის სრულყოფაში და პრეზენტაციის უნარების
განვითარებაში. მოსწავლეები სახალისო აქტივობებით დაეუფებიან კითხვის ტექნიკას და
გაიაზრებენ წაკითხულს. შეარჩევენ გასაცოცხლებელ ტექსტებს , შეადგენენ დიალოგებს, გაინაწილებენ
როლებს, შექმნიან პერსონაჟების ფიგურებს,
მოამზადებენ ეკრანსა და განათებას, დაამუშავებენ სცენარს, მოამზადებენ
აფიშას და გამართავენ სილუეტებით თეატრის წარმოდგენას.
წრის სამუშაო გეგმის გაცნობისა და
განხილვის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე საქართველოს დაწყებითი განათლების G-pried-ის
მიერ განხორციელებული ვიდეოფილმი
ჩრდილების თეატრზე - თევზი არის თევზი. მოსწავლეებს ფილმის ნახვის შემდეგ შეექმნებათ
უფრო ნათელი წარმოდგენა , თუ რა სამუშაოები ელოდებათ წინ.
საწრეო მუშაობა
წრის დასახელება: „ ჩრდილების თეატრი "
სკოლა: სსიპ მიმდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ თხილნარის N1
საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: II-VI კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: 2020 წლის II- სემესტრი.
შეხვედრები კვირაში ერთხელ, ორშაბათი 14:00 სთ.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიანა ბერიძე.
წრის მიზნები
·
ჩრდილების თეატრი ხელს შეუწყობს წაკითხულის გაცოცხლებას, მოვლენების
სხვანაირად დანახვას, გმირის გაცოცხლებას, პიროვნების თვისებების წარმოჩენას;
·
მოსწავლე შეძლებს კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფას, მოახერხებს გახდეს გაწაფული მკითხველი ,გაიგოს
და გაიაზროს წაკითხული;
·
მოსწავლე შეძლებს სოციალური, თანამშრომლობითი და ინტერპერსონალური
უნარების გაზრდას;
·
მოსწავლეები სწავლობენ პერსონაჟის ხასიათზე/გრძნობებზე დაკვირვებას, გამოყოფენ
ნაწარმოების მნიშვნელოვან ეპიზოდებს ;
·
იზრდება მოსწავლეების პიროვნული თვითშეფასება, პრეზენტაციის უნარი, იზრდება
კითხვის მოტივაცია და წიგნის სიყვარული;
·
წრის საქმიანობა დადებითად აისახება მათი სწავლის პროცესზე და სწავლის
შედეგებზე.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
ჩრდილების
(სილუეტების) თეატრი არის საუკეთესო საშულება, რომ მოსწავლემ შეძლოს პერსონაჟის
გაცოცხლება, მოვლენების სხვანაირი კუთხით დანახვა და პერსონაჟის პიროვნული
თვისებების აღმოჩენა. ხდება არა მხოლოდ
ტექსტის გაზეპირება და დეკოდირება , არამედ სიუჟეტის გაცოცხლება სივრცეში. ეს არის
ბუნებრივი გზა გაწაფული კითხვის უნარის
დასახვეწად, რადგან მოსწავლეები თავიანთ როლებზე მუშაობის პროცესში ვარჯიშობენ კითხვაში. იზრდება თანამშრომლობითი უნარები, პირადი და გუნდური
პასუხისმგებლობა, ეჩვევიან ფართო საზოგადოების წინაშე ნამუშევრის წარდგენას,
იზრდება თვითშეფასების უნარი. 15 შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეები ვარჯიშობენ
გაწაფულ კითხვაში ,ახდენენ გამართული კითხვის შეფასებასა და თვითშეფასებას.
ირჩევენ გასაცოცხლებელ ტექსტებს , ადგენენ დიალოგებს, ინაწილებენ როლებს, ქმნიან
პერსონაჟების ფიგურებს, ამზადებენ ეკრანსა
და განათებას, ამუშავებენ სცენარს, ამზადებენ აფიშას და დგამენ სილუეტებით წარმოდგენას.
საწრეო მუშაობის გეგმა
N
|
თემები/საკითხები
|
ჩატარების დრო
|
აქტივობები
|
რესურსი
|
1
|
ჯგუფის
წევრების შეხვედრა. ქცევის წესების შემუშავება.
|
03.02
|
შეხვედრა ჩრდილების
თეატრის ყოფილ წევრებთან. გაწეული სამუშაოების გაცნობა ჩრდილების თეატრის ახალ
წევრებთან .წრეში მუშაობის წესების შემუშავება.
|
ქცევის წესები
|
2
|
წრის სამოქმედო გეგმის განხილვა. საქართველოს
დაწყებითი განათლების G-pried-ის მიერ განხორციელებული ვიდეოფილმის ჩვენება
ჩრდილების თეატრზე.
|
10.02.
|
წრის სამოქმედო გეგმის გაცნობა. ჩრდილების თეატრში
წარმოდგენილი „თევზი არის თევზი“-ის
ჩვენება.
|
საწრეო მუშაობის გეგმა.
პროექტ G-pried-ის
ვიდეოფილმი
-ლეო ლიონის
,,თევზი არის თევზი“
https://www.youtube.com/watch?v=z_RoUtGDB6c&t=126s
|
3
|
გაწაფული/გამართული
კითხვის
მოსწავლის წაკითხულის აუდიოჩანაწერი
|
17.02.
|
მოსწავლე აკეთებს
საკუთარი წაკითხულის აუდიოჩანაწერს და
ყურადღებას ამახვილებს წაკითხულის სხვადასხვა ასპექტზე.
|
შესაფერისი სირთულის
ტექსტი; ხმის ჩამწერი მოწყობილობა.
|
4
|
ხმამაღლა წაკითხვა შეცდომებით
|
24.02.
|
მასწავლებლის მიერ
განგებ არასწორად წაკითხულ ტექსტში შეცდომების აღმოჩენა და მონიშვნა.
|
ტექსტი თითოეული
მოსწავლისათვის, კალამი.
|
5
|
მკითხველთა თეატრი
|
02.03.
|
ტექსტის როლებში
წაკითხვა
|
ტექსტი თითოეული
მოსწავლისათვის
|
6
|
რადიოკითხვა (მკითხველთა თეატრის ვარიაცია)
|
16.03.
|
მოსწავლე კითხულობს
მთლიან ტექსტს კლასის წინაშე და ყველა როლს თვითონ განასახიერებს.
|
ტექსტი თითოეული
მოსწავლისათვის
|
7
|
კითხვის
ტექნიკის გავარჯიშება - განვითარება. გამართული
კითხვის შეფასება (თვითშეფასების) რუბრიკის გამოყენება.
|
23.03.
|
მოსწავლეები ეცნობიან
გამართული კითხვის შეფასების რუბრიკას და ხელმძღვანელობენ ტექსტის კითხვისას.
|
გამართული კითხვის შეფასების (თვითშეფასების) რუბრიკა
|
8
|
გასაცოცხლებელი ტექსტების
შერჩევა.
|
30.03.
|
სილუეტების თეატრისათვის
ტექსტების შერჩევა
|
ზღაპრები, საბავშვო
ლექსები და მოთხრობები.
თოვლიანი ტყის ამბები:
დათვისა და მგლის შეხვედრა
კეთილი მეზობლები
შველი და კურდღელი
კოდალა ციყვებთან
|
9
|
პერსონაჟებისათვის
დიალოგების შედგენა და როლების განაწილება
|
06.04.
|
ტექსტის დამუშავება,
დიალოგების ამოწერა და როლების განაწილება
|
ტექსტი შერჩეული
სილუეტების თეატრისათვის.
|
10
|
პერსონაჟის სილუეტის მოძიება. მუყაოსაგან პერსონაჟის ფიგურის დამზადება. ფიგურის დამუშავება
ჩხირებით.
|
13.04.
|
პერსონაჟების
დამზადება
|
მუყაო,
პერსონაჟების სილუეტები, წებო, მაკრატელი, ჩინური ჩხირები.
|
11
|
ეკრანის დამზადება და
განათების დაყენება
|
27.04.
|
სცენარისათვის
შესაბამისი ეკრანის დამზადება
|
თეთრი ქსოვილი, ჭიკარტი,
განათება
|
12
|
ფონოგრამის შერჩევა.
წარმოდგენისთვის მუსიკის შერჩევა, სცენარის მიხედვით ბუნებრივი ხმების
შერჩევა( დათვის, მგლის, შველის, ციყვისა და სხვა ზღაპრის
პერსონაჟებისათვის).
|
04.05.
|
სცენარი შესაბამისად
არჩევენ პერსონაჟების ხმებს, სიუჟეტს უსადაგებენ მუსიკას.
დიალოგების გათამაშება
|
კომპიუტერი, ხმის
გამაძლიერებელი, ბუნებრივი ხმები და სიუჟეტის შესაბამისი მუსიკა.
|
13
|
სცენარის შემუშავება (ბავშვებში
ფუნქციების გადანაწილება - გახმოვანება, თოჯინების მართვა, ტექნიკური საკითხების მოგვარება.
|
11.05.
|
სპექტაკლისატვის როლებისა და ფუნქციების განაწილება.
დიალოგების გათამაშება.
|
ეკრანი, განათება, ფონოგრამა, ხმის გამაძლიერებელი, პერსონაჟის
სილუეტები, გასახმოვანებელი მასალა.
|
14
|
წარმოდგენისათვის
აფიშების დამზადება.
|
18.05.
|
აფიშის დამზადება
|
ალექსანდროვის ფურცელი,
მარკერი, ფლომასტერები, საღებავები, სკოტჩი.
|
15
|
ჩრდილების
თეატრის კვირეული. მოსწავლეები
თანატოლებისათვის გამართავენ ჩრდილების
თეატრის წარმოდგენას - სილუეტებით
გააცოცხლებენ ზღაპრებს.
|
25.05.
|
სილუეტების თეატრის
წარმოდგენა.
თოვლიანი ტყის ამბები:
დათვისა და მგლის შეხვედრა
კეთილი მეზობლები
შველი და კურდღელი
კოდალა ციყვებთან
|
ეკრანი,
განათება, ფონოგრამა, ხმის
გამაძლიერებელი, პერსონაჟის სილუეტები, გასახმოვანებელი მასალა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий