среда, 26 февраля 2020 г.

ჩრდილების თეატრი IV შეხვედრა


ჩრდილების თეატრი IV შეხვედრა
24.02.2020 წელი

ჩრდილების თეატრის მეოთხე შეხვედრაზე გავიარეთ გაწაფული/გამართული კითხვის  მეთოდი - ხმამაღალი წაკითხვა შეცდომებით. ეს არის ეფექტური გზა  კითხვის უნარის დასახვეწად. მასწავლებლის მიერ განგებ არასწორად წაკითხულ ტექსტში შეცდომების აღმოჩენა მოსწავლეებს ეხმარება მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. ესენია:
·         სიტყვების და ფრაზების უშეცდომოდ კითხვის უნარი;
·         ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
·         მოსმენის უნარი;
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მუშაობს ტრიადებში
მსვლელობა
·         მასწავლებელი ხმამაღლა უკითხავს მოსწავლეებს ნაცნობ ამ უკვე კარგად დამუშავებულ ტექსტს;
·         მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ წაკითხულს და თვალს მიადევნებენ ტექსტს;
·         კითხვის პროცესში მასწავლებელი ზოგიერთ სიტყვას ჩაანაცვლებს მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვით ან განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვით;
·         მოსწავლეები ცდილობენ, გაარკვიონ, რომელი სიტყვა ჩაანაცვლა მასწავლებელმა, მოძებნონ იგი ტექსტში და შემოხაზონ;
 ხმამაღალი კითხვა შეცდომებით ჩავატარე ტრიადებში, მოსწავლეებს მომარჯვებული ჰქონდათ  ნაცნობი ტექსტი და ფანქარი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ  მოსწავლეები პოულობენ და ხაზავენ შეცდომებს, მოსწავლე, რომელმაც ჩემს მიერ შეცდომით წაკითხული ყველა სიტყვა მოძებნა  და მონიშნა გამოვლინდა გამარჯვებულად. აქტივობა იყო საინტერესო და გაზარდა მოსწავლეებში მოტივაცია.









Комментариев нет:

Отправить комментарий