წრე -ჩვენ და გარემო. I შეხვედრა
06.02.2020 წელი
დღეს გარემოს დაცვა გადაუდებელი აუცილებლობაა - მისი
მთავარი იარაღი მომავალი თაობის ეკოლოგიური
განათლებაა. წრის „ჩვენ და გარემო“-ს მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება. გარემოსდაცვითი ინიციატივების, პროექტების
მართვის, კომუნიკაციის უნარის განვითარება და აქტივობებში მშობელთა ჩართულობა. შეხვედრებზე
შევეცდებით გავიაზროთ და ფეხი ავუბათ სამყაროს
ახლებურ ხედვა და კაცობრიობის ეკოლოგიურ პროგრესს.
პირველ შეხვედრაზე გავუზიარეთ ერთმანეთს გარემოსდაცვითი შეხედულებები.
მიმოვიხილეთ გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.
გავაანალიზეთ ლოკალურ გარემოში ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
შევიმუშავეთ წრის ლოგო და ერთობლივად მიმოვიხილეთ წრის სამუშაო გეგმა, რომელსაც შევიმუშავებთ შემდგომ შეხვედრაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий