понедельник, 17 февраля 2020 г.

ჩრდილების თეატრი III შეხვედრა

ჩრდილების თეატრი III  შეხვედრა
17.02.2020 წელი

ჩრდილების თეატრში წარმოდგენის გამართვამდე საჭიროა მოსწავლეებმა დაეუფლონ გამართულ კითხვას. გაწაფული კითხვის საუკეთესო აქტივობაა მოსწავლის წაკითხულის აუდიოჩანაწერები. სანამ აუდიოჩანაწერს გავაკეთებდით , მოსწავლეები დამოუკიდებლად ვარჯიშობენ შერჩეული ტექსტის წაკითხვაში, ჯერ სახლში წავიკითხეთ შერჩეული ტექსტი და შემდეგ კლასში. მოსწავლეები  ხმამაღლა კითხულობენ და თან აკეთებენ აუდიოჩანაწერს. ჩასაწერად გამოვიყენეთ ბუკის პროგრამა.  ჩანაწერის შემდეგ მოსწავლეებს ვასმენინებ  ჩანაწერს და  ვთხოვ დააკვირდეს  გაწაფული კითხვის მახასიათებლებს, ამისათვის გამოვიყენეთ გაწაფული კითხვის შეფასების რუბრიკა. შემდეგ ხელახლა  კითხულობენ და აკეთებენ ჩანაწერს. აკვირდებიან , რამდენად გაუმჯობესდა  კითხვის ტექნიკა. მოსწავლე თავად ავსებს თვითშეფასების კითხვარს.
ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ ;
გაწაფული კითხვის უნარი;
საკუთარი და სხვის მიერ  ხმამაღლა წაკითხულის  შეფასების უნარი;
ხმამაღლა წაკითხვის სხვადასხვა ასპექტზე ყურადღების გამახვილების უნარი;









Комментариев нет:

Отправить комментарий