თავისუფალი გაკვეთილები
"მწვანე რეაქცია"-XIX შეხვედრა
11.12.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12: გონივრული
მოხმარება და წარმოება
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ ხელშეწყობის
ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“
მეცხრამეტე გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების
მართვის“ გაკვეთილის თემა -კვლევის შედეგების გაანალიზება და შერჩეული პრობლემის შერბილების /შემსუბუქების შესაბამის აქტივობების დაგეგმვა. ჩვენ განვახორციელეთ ჩვენს მიერ დასახული მიზნები და დავიწყეთ ნარჩენების
მართვაზე საუბრების ჩატარება კლსებში.იმ კლასებში სადაც უკვე ვესაუბრეთ ნარჩენების
მდგრად მართვაზე, მოსწავლეებმა მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად განახორციელეს საინტერესო
აქტივობები ნივთების ხელმეორედ გამოყენებით.
გამოუყენებელი ნივთებს დაუბრუნეს მეორე სიცოცხლე და შექმნეს საინტერესო საკლასო რესურსები,
დეკორაციები, სასწავლო დამხმარე საშუალებეი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს გამოფენენ სკოლის
საგამოფენო დარბაზში, სასწავლო დანიშნულებით გამოიყენებენ მიმდინარე სასწავლო წელს
და მომავალ წელს გადასცემენ სხვა კლასებს სასწავლო რესურსის სახით.
კატეგორია: პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი19
თავისუფალი გაკვეთილები
"მწვანე რეაქცია"-XX შეხვედრა
12.12.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12: გონივრული
მოხმარება და წარმოება
„სასკოლო
აქტივიბის პროგრამის“ ხელშეწყობის
ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“
მეოცე გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების
მართვის“ გაკვეთილის თემა - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია და შედეგების
შეჯამება. ჩვენი პროექტი დასასრულისკენ მიდის და
ვაჯამებთ შედეგებს. პროექტის ბოლო 8 გაკვეთილი ნარჩენების მართვას ეხებოდა.ამ
გაკვეთილებზე ვნახეთ საინტერესო დოკუმენტური ფილმები ნარჩენების მართვაზე, მარჩენების
პრევენციაზე, ხელმეორედ გამოყენებაზე, გამოყენებაზე სხვა დანიშნულებით ,რეციკლირებაზე
ანუ გადამუშავებაზე და აღდგენაზე. ამ მიმართულებით კლასებში ჩავატარეთ საუბრები, დავგეგმეთ შესაბამისი აქტივობები.
კრეატიულად გადაწყვიტეს აქტივობის განხორციელებმა სხვადსხვა კლასების მოსწავლეებმა.ნარჩენები
გამოიყენეს სხვა დანიშნულებით, აღადგინეს, ხელმეორედ გამოიყენეს და მას დაუბრუნეს მეორე
სიცოცხლე. ამაღლდა მოსწავლეების ცნობიერება ნარჩენების მდგრად მართვაზე,მიღებულ ცოდნას
იყენებენ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.სკოლის სხვადასხვა კუთხეში შეიძლება ნახოთ მეორედ
გამოყენებული ნარჩენი დანიშნულებისამებრ, სასწავლო რესურსად, დეკორაციებისათვის და
სხვა.სკოლაში ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები მიღებული ცოდნის რეალიზაბისათვის და
გარემოს სუფთად შენარჩუნებისათვის.
კატეგორია: პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი20