თავისუფალი გაკვეთილები "მწვანე რეაქცია"
-XVI შეხვედრა
04.12.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12: გონივრული
მოხმარება და წარმოება
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ ხელშეწყობის
ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“
მეთექსვმეტე გაკვეთილი ჩავატარეთ.
„ნარჩენების მართვის“ გაკვეთილის თემა - პრეზემტაციის მეშვეობით მოსწავლეები ერთმანეთს წარუდგენენ ჩატარებული კვლევის შედეგებს და დისკუსიის მეშვეობით შეაფასებენ მათ გარშემო არსებული ნარჩენების მართვის
სისტემას. საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის დღემდე წარმოადგენს პრობლემას თვითნებური
ნაგავსაყრელების გაუქმება და ნარჩენების ბუნებაში გაბნევის მინიმუმამდე დაყვანა.საჭიროა
საზოგადოების-მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება
ნარჩენების მართვისათვის.არც ჩვენი რეგიონია გამონაკლისი და მოსწავლეებმა ბევრ
ადგილას აღმოაჩინეს მდინარის პირას და ხრამებში თვითნებური ნაგავსაყრელები.ამ თემის
ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევის პრეზენტაცია, გაიმართა დისკუსია და შევჯერდით უფრო ფართომაშტაბიანი კამპანიის დასაგეგმად,რომელშიც დახმარებას გაგვიწევს სოფლის თემის.ინიციატივის მიზანი თვითნებური ნაგავსაყრელების
დასუფთავება და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.ბუკლეტებში აღწერილი იქნება რამდენად
შეიძლება ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და გარემოს დანაგვიანებისაგან ნაწილობრივ
შემსუბუქება.
კატეგორია: პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი16
თავისუფალი გაკვეთილები
"მწვანე რეაქცია"-XVII შეხვედრა
05.12.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12: გონივრული
მოხმარება და წარმოება
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ ხელშეწყობის
ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“
მეჩვიდმეტე გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების
მართვის“ გაკვეთილის თემა - როლური თამაშის მეშვეობით მოსწავლეები ეცნობიან მდგრადი
მართვის პრინციპებს და დისკუსიის გზით თავად აყალიბებენ ნარჩენების მართვაში ჩართულ სუბიექტებს, თითოეული მათგანის პასუხისმგებლობებს და შესაძლებლობებს, როგორ შეუძლიათ შეამცირონ ნარჩენების მავნე ზემოქმედება გარემოსა და ჯანმრთელობაზე.გაკვეთილზე
კვლავ ვიხელმძღვანელეთ სახელმძღვანელოთი“ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში“.ერთობლივად
დავსახეთ ალტერნატიული გზები ნარჩენების მართვის შესახებ.განვიხილეთ ოფიციალური ნაგავსაყრელი პოლიგონები და ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილების ინვენტარიზაცია.ადგილობრივ თემს მივაწოდეთ ჩვენს მიერ შეგროვილი ინფორმაცია არაოფიციალური
ნაგავსაყრელებზე.ერთობლივად დავგეგმეთ მათი დასუფთავება და ნარჩენების ბუნებაში გაბნევის
მინიმუმამდე დაყვანა.
კატეგორია: პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი17
თავისუფალი გაკვეთილები
"მწვანე რეაქცია"- XVIII შეხვედრა
10.12.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12: გონივრული
მოხმარება და წარმოება
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ ხელშეწყობის
ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“
მეთვრამეტე გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების
მართვის“ გაკვეთილის თემა - საველე პრაქტიკა შემუშავებული კითხვარების შესავსებად.იმისათვის,რომ
გარემოზე უკეთ ვიზრუნოთ და არ დავამძიმოთ ნარჩენებით,საჭიროა გარემოსდაცვითი ცნობიერების
ამაღლება.კლუბის წევრებმა ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებთან გამოკითხვა ნარჩენების მართვის
შესახებ: რომელი ნარჩენი მეორეული გადამუშავებით გამოიყენება 100%-ით, რატომ უნდა შევაგროვოთ
მაკულატურა,სანამ უსარგებლო ნივთს ნაგავში გადავაგდებთ ხომ არ შეიძლება მისი სხვა დანიშნულებით
გამოყენება,შეკეთება,სხვისთვის ჩუქება,რატომ უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები
პლასტმასი,რა არის კომპოსტი და როგორ შეიძლება
მისი დამზადება და სხვა.ამ გამოკითხვით გამოიკვეთა პრობლემის არსი,მოსწავლეები ნაკლებად
არიან ინფორმირებული თუ რამდენიად შეიძლება რესურსების,თანხებისა და ენერგიის დაზოგვა
ნარჩენების მეორედ,სხვა დანიშნულებით გამოყენებით. შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შემდეგ დავსახეთ
სამომავლო გეგმები,რომლის მიხედვითაც ვაპირებთ მეორე სემესტრის განმავლობაში მუშაობას.კლუბის
წევრებმა შევიმუშავეთ გეგმა,ჩავატაროთ ნარჩენების მართვის შესახებ საუბრები კლასებში,
გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი ნივთი მეორედ სხვა დანიშნულებით,გამოვიყენოთ ნაკლები
პლასტმასის ნივთები, შევაგროვოთ მაკულატურა,გამოვიყენოთ ნაკლები ქაღალდი და სხვა.
კატეგორია: პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი18
Комментариев нет:
Отправить комментарий