понедельник, 10 июня 2019 г.

თავისუფალი გაკვეთილები-"მწვანე რეაქცია" I,II და III შეხვედრა

 

პირველი შეხვედრა 6 ნოემბერი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1საჯარო სკოლა

„მწვანე რეაქციის“ კლუბის წევრებმა, პატარა გარემოსდამცველება  ჩავატარეს პირველი შეხვედრა რომელშიც გაერთიანებულია VII, VII  და  IX კლასების  20 მოსწავლე.  პირველ შეხვედრაზე შევიმუშავეთ ლოგო, გავეცანით პროექტის მიზნებს, ბუნებრივი და კულტურული რესურსების მნიშვნელობას,სლაიდშოუს მეშვეობით გაევეცანით ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივი რესურსების და მათი გამოყენების  მნიშვნელობას. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რაც ტურისტებისათვის შეიძლება იყოს საინტერესო.დავაჯგუფეთ ორგანული და არაორგანული რესურსები, გავეცანით საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებსა და აღკვეთილებს.მიმოვიხილეთ ბუნებრივი ძეგლები.განვიხილეთ წითელი ნუსხის ობიექტების ჩამონათვალი.მათ შორის გავამახვილეთ ყურადღება აჭარაში წითელ ნუსხაში შემავალი ფლორისა და ფაუნის სახეობებზე.გავმართეთ დისკუსია - როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ და ტურისტებისათვის საინტერესო გავხადოთ ჩვენი ბიომრავალფეროვნება. შეხვედრის დასასრულს დავგეგმეთ მომავალი გაკვეთილის მიზნები.
კატეგორია:სასკოლო აქტივობა 06.11.2018 წელი


 




მეორე შეხვედრა 7 ნოემბერი


სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მქვანე  რეაქციის“   მეორე გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის მიზანია ეკოტურიზმის პრინციპების გაცნობა.ეკოტურიზმის ორი ძირითადი კომპონენტის გააზრება -  გარემოს დაცვა და  სარგებელი ადგილობრივებისათვის.მოსწავლეები აყალიბებენ ეკოტურიზმის განმარტებას, , მის არსს და სახეობებს. გაკვეთილის მსვლელობაში გავეცანით რაფტინგს მდინარე არაგვზე, ვახშამს სოფელ ველისციხის საოჯახო რესტორანში,კვადროციკლით გასეირნება ბაკურიანში და ველოტური ატენის ხეობაში.მოსწავლეები აჯგუფებენ მოცემულ ობიექტებს ორ მიმართულებად: რომელია შედარებით ეკოლოგიურად უსაფრთხო აქტივობა და  და რომელი აქტივობა ახდენს დადებით ზეგავლენას ადგილობრივ თემზე. მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს და  ხაზს უსვამენ, რომ დასვენება და გართობა როგორ შეიძლება იყოს კავშირში ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კათეგორია: პროექტი -თავისუფალი გაკვეთილი 2.07.11.2018 წელი


 

მესამე შეხვედრა 8 ნოემბერი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მქვანე  რეაქციის“   მესამე  გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის თემა  რუკებისა და სანავიგაციო  სისტემის როლი გარემოს შესწავლისა  ეკოტურისტული პროდუქტების  დაგეგმვაში. გაკვეთილის მსვლელობისას გავეცანით სხვადასხვა ტოპოგრაფიულ რუკებს, გავაკეთეთ აღნიშვნები და გავეცანით მისი შედგენის მიზნებს.ჩვენ გავეცანით მაჭახელას ტოპოგრაფიულ რუკებს და ვიმუშავეთ მაჭახელას ხეობის ტურისტულ მარშრუტებზე.მაჭახელას ხეობის მცირე და დიდ ბილიკზე.მაჭახელას ხეობის ეთნოგრაფიულ ტურზე „მაჭახელა“ და გასტრონომიულ ტურზე“მაჭახელას ნობათი“.ორ ჯგუფში განვიხილეთ ტოპოგრაფიულ რუკაზე მოცემული ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, სავიზიტო ცენტრი, საფეხმავლო ხიდები, საოჯახო მარნები, რესტორნები,  ყველის სადეგუსტაციო და საპიკნიკე ადგილები.ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით მაჭახელას ხეობაში და გავაკეთეთ შედარება ნათლად ნანახსა და პოპოგრაფიულ რუკას შორის.ეს სამომვლოდ გამოგვადგენა ახალი ეკოტურისტული პროდუქტის შექმნაში. ეკოტურისტული პროდუქტის შექმნისას გავითვალისწინებთ, რომ არც გარემო დაზიანდება და ადგილობრივებიც იპოვიან სარგებელს.
კატეგორია:პროექტი -მწვანე რეაქცია. თავისუფალი გაკვეთილი 3 .08.11.2018 წელი


 



Комментариев нет:

Отправить комментарий