понедельник, 10 июня 2019 г.

თავისუფალი გაკვეთილები "მწვანე რეაქცია"-VII,VIII,IX შეხვედრა

თავისუფალი გაკვეთილები

 "მწვანე რეაქცია"-VII შეხვედრა

15.11.2018 წელი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მქვანე  რეაქციის“   მეშვიდე  გაკვეთილი ჩავატარეთ. გაკვეთილის თემა - ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება,პრაქტიკული მეცადინეობის შესაბამისი კითხვარების შესავსებად.მოსწავლეები გაეცნენ კამერალურ სამუშაოებს  საკვლევ არეალთან დაკავშირებული  ყველა სახის  ინფორმაციის თუ დოკუმენტების მოძიებას შემდეგი არხებით:-ინტერნეტრესურსებში;სახელმწიფო,არასამთავრობო, კერძო სტრუქტურებიდან  ინფორმაციის გამოთხოვნა ოფოციალური წერილის საფუძველზე;ბიბლოიოთეკები და სხვა სახის წყარიებიდან;რელევანტური ინფორმაციის  ამოღება გარემოს დაცვის, ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით.მოსწავლეები გაეცნენ იმ ანკეტურ კითხვარებს,რაც დაეხმარებათ უფრო ვიწრო ჭრილში და დაკონკრეტებული მასალების საშუალებით დაადგინონ მათთვის სასურველი ობიექტის ეკოტირისტულ მარშრუტად გადაქცევაში.დაგეგმეს საველე სამუშაოები ამ ობიექტების დასათვალიერებლად და დამატებითი  ინფორმაციის მოსაძიებლად.
კატეგორია:პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი 7


 


თავისუფალი გაკვეთილები

 "მწვანე რეაქცია"-VIII შეხვედრა 

19.11.2018 წელი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მქვანე  რეაქციის“   მერვეე  გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის თემა - ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.მერვე გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეაფასენ თავიანთი მუშაობის შედეგები და გადავიდნენ რეალური პროდუქტის შექმნაზე.მიღებული პროდუქტი მოსახლეობისათვის უნდა იყოს მომგებიანი, არ დააზიანოს გარემო და საინტერესო ტურისტებისათვის.ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მოსწავლეებმა აირჩიეს შემდეგი ლოკაციები;საკალმახე მეურნეობების განვითარება ეკოტურუსტულ მარშრუტად,ჭოროხის სანაპიროს გადაქცევას ფრინველებზე დაკვირვების ობიექტად გაზაფხულსა და შემოდგომაზე,თხილნარის ტყეში ტურისტული-სალაშქრრო ბილიკების შექმნა და მახოს თაღოვანი ხიდების დათალიერება.მოსწავეებმა შექმნეს ოთხკაციანი ჯგუფები და შემდეგ შეხვედრაზე მოიპოვონ უნდა ინფორმაცია ამ ობიექტების შესახებ.ოთხივე ობიექტი უნდა პასუხობდეს ტურისტული მარშრუტისათვის საჭირო მოთხოვნებს,უნდა იყოს გრძელვადიანი მომსახურების,შეიქმნას ტურისტული სერვისი და რა მიაყენოს ზიანი გარემოს.
კატეგორია:პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი 





თავისუფალი გაკვეთილები 

"მწვანე რეაქცია"- IX შეხვედრა 

20.11.2018 წელი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მქვანე  რეაქციის“   მეცხრე  გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის თემა -საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიანი სტანდარტის გაცნობა.გაკვეთილის განმავლობაში ვიმსჯელეთ  ეკოტურისტული მარშრუტის იდენტიფიცირებაში,მარშრუტის არჩევისას  სამი უმთავრესი კომპოონენტის  გათვალისწინებით.ეს სამი უმთავრესი მოთხოვნა  გასათვალისწინებელია:სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის, ტურისტების ჯანმთელობისათვის, მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფისათვის და გარემოს დაცვისათვის. ეკოტურისტული მარშრუტების დაგეგმვისას უნდა მიექცეს ყურადღება ბუნებრივ და კულტურულ რეესურსების  არსებობას, მუდმივი მოსახლე თემის არსებობას და ტურისტული მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას.მოსწავლეების მიერ არჩეული ოთხი ტურისტული მარშრუტიდან  გავითვალისწინეთ ეკოტურისტული მოთხოვნები და ვიმსჯელეთ ტურის დაგეგმვისა და განხორციელების კომპონენტები. წინა გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოვარგეთ ჩვენს არჩევან და ჩამოვაყალიბეთ  ჩვენს მიერ შესაქმნელი ეკოტურისტული პროდუქტისათვის  საჭირო წინაპირობები.დავგეგმეთ ტურისტული მარშრუტის ძირითადი მოთხოვნების შესასრულებელი  ვარიანტები.
კატეგორია:პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი 9


 


Комментариев нет:

Отправить комментарий