понедельник, 10 июня 2019 г.

თავისუფალი გაკვეთილები "მწვანე რეაქცია"-XIII, XIV, XV შეხვედრა


თავისუფალი გაკვეთილები

 "მწვანე რეაქცია"-XIIშეხვედრა

28.11.2018 წელი


სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N12 გონივრული მოხმარება და წარმოება
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მწვანე  რეაქციის“   მეცამეტე  გაკვეთილი ჩავატარეთ. ჩვენ ამოვწურეთ ეკოტურისტული მარშრუტის შექმნისათვის მიმდინარე აქტივობები და დავიწყეთ მუშაობა კომპონენტ 2-ზე - „ნარჩენების მართვა“. გაკვეთილის თემა - კურსის შესავალი ნაწილი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს ნაჩენების არასწორი მართვა გარემოსდაცვით საფრთხხეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებს და მათ მდგრად გამოყენებას. მიმოვიხილეთ ზოგადად, რამდენად აზიანებს ყოველწამს დაყრილი ნარჩენი გარემოს და რა ზიანი გვადგება ცოცხალ სამყაროს. ამის უკეთ გასააზრებლად ვნახეთ დოკუმენტური ფილმები „გაიგე მეტი ნარჩენების მართვაზე“ პირველი ნაწილი და „საქართველოს მყარი  ნარჩენების მართვის  კომპანია“. ფილმების ნახვის შემდეგ  გაიმართა დისკუსია თემაზე, რა როლი გვაკისრია საზოგადოებაში, როგორ შეგვიძლია  გარემოზე დადებითი ზეგავლენა და ნაკლები  საყოფაცხოვრებო და მყარი ნაჩენების გაბნევა გარემოში.
კატეგორია: პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი13



 

თავისუფალი გაკვეთილები 

"მწვანე რეაქცია"- XIV შეხვედრა 

29.11.2018 წელი


სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“   მეთოთხმეტე  გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების მართვის“ გაკვეთილის თემა - მინილექცია ნარჩენების მართვის მდგრად  მართვის  მიდგომაზე და 4R - შემცირება, ხელმეორედ გამოყენება, გამოყენება სხვა დანიშნულებით, გადამუშავება-კონცეფციაზე. გაკვეთილის მსვლელობისას გავეცანით CENN-ის მიერ მოწოდებული „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო“ დოკუმენტს: „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში“.  როგორც ვიცით,  მუნიციპალური ნარჩენების მართვა  საქართველოში პრობლემას წარმოადგენს როგორც ნარჩენებთან დაკავშირებული მომსახურების არასაკმარისი ხარისხისა და  დაფარვის, ისე ზემოაღნიშნულის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და  გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით. ჩვენ ამ სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ ვიმსჯელეთ, რამდენადაა ჩვენი სოფელი დაცული მყარი ნარჩენების თვითნებური ნაგავსაყრელებისაგან, რამდენად შემცირდა იგი ბოლო პერიოდში და რა როლი გვაკისრია ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის შემუშავებაში. როგორ მოვახერხებთ საზოგადოებრივ საწყისებზე ჩვენი სოფლის დაცვას თვითნებური ნაგავსაყრელებისაგან. 
კატეგორია: პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი14



თავისუფალი გაკვეთილები 

"მწვანე რეაქცია"- XV შეხვედრა 

03.12.2018 წელი

სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა
მდგრადი განვითარების მიზანი N7: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
„სასკოლო აქტივიბის პროგრამის“ ხელშეწყობის  ფარგლებში პროექტ „მწვანე რეაქციის“   მეთხუტმეტე  გაკვეთილი ჩავატარეთ. „ნარჩენების მართვის“ გაკვეთილის თემა -მინი ლექცია და დისკუსია ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების საკითხზე.ადგილობრივ ჭრილში ნარჩენების მართვის  სისტემის შეფასებაზე  და შესაბამისი კვლევის დაგეგმვაზე.გაკვეთილი დავიწყეთ დოკუმენტური ფილმის მესამე ნაწილის ნახვით „მეტი რამ ნარჩენების შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კომპანია საქართველოში“.ფილმში საინტერესო ფაქტებია მოყვანილი, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ პროდუქტი, საკვები, ჩასაცმელი,  ავეჯი და სხვა მოხმარების საგანი ისე რომ მისგან რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი დარჩეს.ვიმსჯელეთ და დავგეგმეთ ჯგუფური აქტივობა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის პირას და ხრამებში უნდა აღმოგვეჩინა თვითნებური ნაგავსაყრელები. მოძიებული ინფორმაცია გაგვეცნო0 კლუბის წევრებისათვის და სოფლის თემის წარმომადგენლებისათვის.
კატეგორია: პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი15


Комментариев нет:

Отправить комментарий