სოციალური პროექტი
ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა




ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა
პროექტის მიზნები:
მოკლევადიანი მიზანი-
Ø ბზის
ნერგების გამოყვანა და მოსახლეობაში დარიგება;
გრძელვადიანი მიზანი-
Ø მოსახლეოაში
დარიგებული ბზის ნერგების მოვდა და მონიტორინგი,მათ მიერ ახალი ნერგენის გამოყვანაში
დახმარების გაწევა;
Ø მოსწავლეების
ენდემური სახეობების შენარჩუნებისა და მოვლის უნარების გამომუშავება;
Ø მოსწავლეებსი გარემოსდაცვითი ცნობიერების
მააღლება;
საქართველოში
გავრცელებული კოლხური ბზა კავკასიის დენდოფლორის
ენდემური ჯიშია .ბზობის დღესასწაულზე ადამიანის მიერ მოჭრილი ბზა უნიკალური ჯიშის გავრცელებას
აფერხებს,თუმცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხეს
„ბზის ალურა“ წარმოადგენს.კოლხურ ბზას,რომელსაც მილიონობით წლის ისტორია აქვს, ამ დაავადების
გამო მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების
მთელ არეალზე. ამის გამო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა შეიყვანა საერთაშორისო
წითელ ნუსხაში.
პროექტის მიზანია გავზარდოთ მოსწავლეებში გარემოზე
მზრუნველი დამოკიდებულება,ლოკალური გარემოს შენარჩუნება და განვითარება, ენდემური სახეობების
შენარჩუნება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.
ამ პროექტის საშუალებით სოფელს შევმატებთ რამდენიმე ასეულ ბზის ნერგს
, გადავარჩენთ ენდემურ სახეობას,
გავზრდით მოსწავლეების სოციალურ უნარებსა და ჩართულობას ადგილობრივ საზოგადოებაში.
პროექტი
არის სოციალური,რადგან საპარნიკე მეურნეობის განვითარებისათვის აქტიურად გვიდგას მხარში
როგორც სკოლის ადმინისტრაცია,ასევე მშობლები.ისინი დაგვეხმარებიან ბზის დაკალმებაში,მოვლაში
და მოსახლეობაში გავრცელებაში.
ბზა
მარტივად იხარებს როგორც დაკალმებით,გადაწვენით, ასევე თესლითაც. ბზის დაკალმების გამოცდილება
უკვე გვაქვს, გასულ წელს სკოლის ბაზაზე გავახარეთ 120 ძირი ბზა,რომელიც გადავრგით სკოლის
სკვერში და დავარიგეთ მოსახლეობაში.ჩვენი პროექტის მიზანია დავაკალმოთ ბზის ნერგები
და ბზობის დღესასწაულზე დავარიგოთ ჩვენსავე სოფელში. პირველ ეტაპზე მოვამზადებთ ქოთვებს,ნიადაგს
და ბზის კალმებს.200 ნერგის დაკალმების შემდეგ სისტემატიურად ვიზრუნებთ მასზე მოსწავლეები
და მშობლები.პროექტის განსახორციელებლად დახმარება დაგვპირდა პროექტში მონაწილე VII-VIII-IX კლასი მოსწავლეების მშობლები.ბზის
დაკალმებაში მონაწილეობას მიიღებს ამავე მუნიციპალიტეტის თხილნარის საბავშვო ბაღები.
ბზობის დღესასწაულისათვის მზად გვექნება ბზის ჩითილები,რომელსაც დავურიგებთ სოფლის
მოსახლეობას. პროექტის მდგრადი განვითარებისათვის მოსახლეს რომელსაც გადაეცემა ბზის
ჩითილი,სამომავლოდ უნდა მოახერხოს ორი ახალის ნერგის გამოყვანა და სხვაზე საჩუქრად
გადაცემა. იმისათვის ,რომ მოსახლეობა უკეთ იყოს ინფორმირებული ბზის დაკალმების,გამრავლების
სეზონისა და სავარაუდო დაავადებების შესახებ ჩითილებთან ერთად გადავცემთ ბუკლეტებს.ბუკლეტებს
დაამზადებს სკოლის გუნდი ხელმძვანელთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий