თავისუფალი გაკვეთილი
მეოთხე შეხვედრა
12.11.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო
სკოლა
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ხელშეწყობის ფარგლებში პროექტ „მქვანე რეაქციის“
მეოთხე გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის
თემა რუკებისა და სანავიგაციო
სისტემის როლო ტურიზმში.გაკვეთილი მიზანი- რუკებისა და სანავიგაციო სისტემის მნიშვნელობა ტურისტული პროდუქტების
დაგეგმვის პროცესში.მოსწავლეები ეცნობიან და მიმოიხილავენ GPS სისიტემის აპლიკაციას მობილურში და განმარტავენ მის სარგებლობას ტურიზმის
დროს.სკოლის ეზოში იყენებენ პრაქტიკულად და
აკეთებენ გარკვეულ მონახაზს. GPS-ის საშუალებით ზომავენ გავლილ ტერიტორიას,
გამოცდიან ამ მეთოდით ადგილის რუკის შედგენას და აკეთებენ სკოლის ეზოს ზოგად მონახაზს.
მოსწავლეები ხედავენ ეკოტურიზმში ნახაზების
მნიშვნელობის აუცილებლობას და სწავლობენ მისი
კეთების ტექნიკას.ტელეფონში მიღებული მონახაზი გადააქვთ თაბახის ფურცლებზე და აკეთებენ
პრეზენტაციას.
კატეგორია:პროექტი - წვანე
რეაქცია.თავისუფალი გაკვეთილი 4
თავისუფალი გაკვეთილი
მეხუთე შეხვედრა
13.11.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის “ხელშეწყობის ფარგლებში პროექტ
„მქვანე რეაქციის“ მეხუთე
გაკვეთილი ჩავატარეთ. გაკვეთილის თემა -
ტყის რეკრეაციული რესურსების ელექტრონული რუკის მეშვეობით არსებული ტურისტული
მარშრუტების გაცნობა და ელექტრონულ რუკაზე ახალი მასალების განთავსების შესწავლა. გაკვეთილის
ფარგლებში განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება რეგიონი
გახადო ცნობადი ტურისტებისათვის იქ არსებული პოტენციალის გამოყენებით.CENN-ის
მიერ მოწოდებული მასალების საშუალებით შევისწავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტურისტული მარშრუტების ელექტრონული რუკის მოხმარების
ინსტრუქცია და ელექტრონულ რუკაზე ტურისტული ობიექტის დატანის ინსტრუქცია. მოსწავლეებმა
დეტალურად გაიარეს ყველა საფეხური რომ მომავლისათვის არჩეული ტურისტული ობიექტი განათავსონ
ელექტრონულ რუკაზე და შექმნან მოსახლეობისათვის მომგებიანი, ტურისტებისათვის საინტერესო
და საზოგადოებისათვის ცნობადი ობიექტი. მოსწავლეები დაეუფლნენ მათ მიერ განვლილი მარშრუტის
მონიშვნას ,სახელის დარქმევას და აღწერილობის დამატებას.
კატეგორია: პროექტი - თავისუფალი გაკვეთილი 5
თავისუფალი გაკვეთილი
მეექვსე შეხვედრა
14.11.2018 წელი
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1
საჯარო სკოლა
„სასკოლო აქტივიბის
პროგრამის“ხელშეწყობის ფარგლებში პროექტ „მქვანე რეაქციის“
მეექვსე გაკვეთილი ჩავატარეთ.გაკვეთილის
თემა - იმ მეთოდების გაცნობა,რომელიც საჭიროა ეკოტურისტული პოტენციალის შესაფასებლად.ადგილობრივი ეკოტურისტული პოტენციალის
შეფასება.საკვლევ არეალზე ინფორმაციის მოძიება და მეთოდების გაცნობა(ტურისტული ობიექტები,
ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული დოკუმენტები) პრაქტიკული სავარჯშო შესაბამის ანკეტის შესავსებად.მოსწავლეები
გაეცნენ ბუნებრივი და კულტურული (მატერიალური და არამატერიალური) რესურსების კვლევას.ეკოტურისტული
პროდუქტის შექმნამდე მნიშვნელოვანი რამდენიმე
ეტაპის დაგეგმვას,არეალის შერჩევას, ზოგადგეოგრაფიული ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას.მდებარეობა,
რელიეფი და გეოგრაფია, ჰიდროლოგია, კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, გარემოსდაცვითი პრობლემები,
მოსახლეობა და მეურნეობა.ამ ძირითადი მახასიათებლების გათვალისწინება მნიშვნელოვანია
ახალი ეკოტურიზმის მარშრუტის დადგენოისათვის.ტურისტულად მიმზიდველი რესურსების შეფასებით
ჩვენ შეგვიძლია დავაინტერესოთ ტურისტი ამა თუ იმ ობიექტების დასათვალიერებლად.
კატეგორია:პროექტი
- თავისუფალი გაკვეთილი 6
Комментариев нет:
Отправить комментарий