понедельник, 23 апреля 2018 г.

მუხის ნერგების გამოყვანა და მოვლა.აპრილი



    პირველი საკანონმდებლო ჩანაწერი ტყეებისა და ბუნების დაცვის შესახებ  თამარ მეფის სამეფო ბრძანებაა, ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ვახტანგ VI-ის  კანონთა კრებულში იკრძალებოდა ფეხმძიმე ცხოველებზე ნადირობა, ყირუღის ტერიტორიაზე აკრძალული იყო ხეების მოჭრა-ეს თანამედროვე ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდა.ასე იცავდნენ  ჩვენი წინაპრები მშობლიურ გარემოს,ამიტომ დღეს საქართველოს ტყეები ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით.ტყე ყოველთვის იყო ადამიანის არსებობის საშუალება,მაგრამ დღეს მას ჩვენგან სჭირდება დახმარება. აჭარაში,კერძოდ ხელვაჩაურის ტყეებში შემცირდა ჭოროხის მუხის პოპულაცია.იგი წითელ წიგნშია შეტანილი.ჩვენ ვზრუნავთ ამ უნიკალური მცენარის გადასარჩენათ და გამოვიყვანეთ მუხის ნერგები.ჩვენ გავაგრძელებთ მასზე ზრუნვას და მომავალ გაზაფხულს უკვე ორწლიანი ნერგებით სკოლის ტერიტორიაზე გავაშენებთ მუხის ხეივანს.


                             

22 აპრილი დედამიწის დღეა



22 აპრილი დედამიწის დღეა.დედამიწა ყოველწამს ნაგვიანდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,ბინძურდენა წყალი,ნიადაგი და ჰაერი.ჰაერის დაბინძურებულია დიდ ქალაქებში.ამის მიზეზი ფაბრიკა-ქარხნებისა და ავტომობილების გამონაბოლქვია. დედამიწაზე სუფთა  კლიმატის შენარჩუნების მიზნით დაწყებით კლასებში ჩავატარეთ ველოშეჯიბრი.მოსწავლეებში ტრანსპორტის ნაკლებად გამოყენების პოპულარიზაცია დავნერგეთ.ევრიპაში ქალაქები და სოფლები,სადაც  მასიურად გამოიყენება ველოსიპედი გადასაადგიებლად გაცილებით სუფთა ჰაერია,რაც ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.ჩვენც აქტიურად ავუბით მხარი ნაკლები ავტომობილის გამოყენებას.


                        

ბზობის დღესასწაული და გადარჩენილი ბზა.აპრილი


   გარემოსდამცველებმა ვაწარმოა ბზის გადარჩენის მესამე ეტაპი. დასავლეთ საქართველოში უკვე რამოდენიმე წელია კოლხური ბზა მასიურად ხმება. აჭარაში  გახმა ბზის კორომები მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებში. ბზა მასიურად განადგურდა ჩვენს სოფელშიც.ამიტომ გასული წლის აპრილის თვეში სკოლის ტერიტორიაზე ვაწარმოეთ ბზის დაკალმება. ჩვენი კლუბის წევრების მიზანი მარტო ხეების დარგვა კი არა ,არამედ მასზე მზრუნვაა.ბზის დაკალმების შემდეგ მთელი ზაფხულის პერიოდში ვუვლიდით ბზას და შედეგიც სახეზეა.ბზა გადარჩა და გაიზარდა. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის 120 ნერგი დავარიგეთ მოსახლეობაში.დავარიგეთ ბუკლეტები ბზის ნერგების გამოყვანის შესახებ.ვაწარმოეთ მოსახლეობასთან შეთანხმება- ერთი ბზის ნაცვლად მომავალში სამი ბზის ნერგის გამოყვანა და სხვა ოჯახისათვის გადაცემა.

                   

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა



    მართალია წყალი დედამიწის  ფართობის 2/3-დია,მაგრამ აქედან მტკნარი წყალი საერთო რაოდენობის 3%-ია.სასმელ წყლის 75 %-ს ტყე წარმოქმნის.ტყის ნიადაგი საუკეთესო ბუნებრივი ფილტრია.ასე გაფილტრული წყალი ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლოა.საქართველოს საერთო ფართობის 40%-ი ტყეს უკავია,შესაბამისად არც წყლის ნაკლებობამ უნდა შეგვაწუხოს,მაგრამ ბოლო დროს მსოფლიოში შეიმჩნევა სასმელი წყლის დონის შემცირება.წყალი ადამიანის არსებობის მთავარი რესურსია,ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მის შესანარჩუნებლად.დავამზადეთ ბროშურები თემაზე-საიდან მოდის წყალი ჩვენს ონკანში,ადამიანის ორგამიზში წყლის რაოდენობის შესახებ,ტყის როლზე სასმელი წყლის შენარჩუნებაში,რამდენ წყალს გამოვიყენებთ დღის განმავლობაში.ბუკლეტები დავანაწილეთ მოსწავლეებში.შევქმენით მობილური ჯგუფები-“წყლის გუშაგები“.ბავშვები დარაჯობენ ონკანებს,არ დატოვონ მოსწავლეებმა ღია,უხსნიან რამდენი წყალი შეიძლება დაიღვაროს ღია ონკანით, ან პატარა წყლის ჭავლით.ამ აქტივობის დევიზია - „მოდით ვიმეგობროთ წყალთან“.

    

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა.




ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩავატარა ნარჩენების მართვის აქტივობა - 80 კგ მაკულატურა= 1 გადარჩენილი ხე!სამწუხაროდ , ქაღალდის წარმოებისათვის ტყის დიდი მასივების განადგურებაა აუცილებელი, არადა, მწვანე საფარი  დედამიწის სასიცოცხლო რესურსია.სწორედ ამიტომ დაიწყო მსოფლიომ მეორეული ქაღალდის დამუშავებაზე ფიქრი.როგორც ვიცით ორგანიზაციებში და მათ შორის სკოლებში დიდი რაოდენობით ქაღალდი იყრება სანაგვე ყუთებში, რომელიც ხელახალი გადამუშავებისთვის გამოდგება.  მაკულატურის უტილიზაციასა და  გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით 80 კგ მაკულატურა ერთ ზრდასრულ ხეს გადაარჩენს, შესაბამისად 1 ტონა მაკულატურით 5 კუბური მეტრი ხის მასალა იზოგება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა. ეს გარემოსდაცვითი აქცია ემსახურება საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას. აღარ მოვყვები იმის შესახებ, რამდენი სარგებლობა მოაქვს ხეს და ზოგადად ტყეს.რამდენ დაბრკოლებას შეუქმნის მისი გაჩეხვა ამ და მომავალ თაობას. ვიწყებთ  კიდევ ერთ მწვანე  აქტივობას ტყის გადასარჩენად:სკოლის დერეფანში დავდგით მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი ;ჩავატარეთ მოსწავლეებთან ტრენინგი მაკულარუის შეგროვებით მიღებული სარგებელზე;  ტყის მასივების განადგურებასთან ერთად დედამიწა მძიმდება ნარჩენებითაც.მართალია საოფისე ქაღალდი ყველაზე ნაკლებად ძლებს ბუნებაში, მაგრამ ეს მცირე დრო ორო წელია. მაკულატურის შეგროვებით კი ორ საკაცობრიო საქმეს ვაკეთებთ.გადავარჩენთ ტყესაც და შევამსუბუქებთ დედამიწას ნარჩენებისაგან. სკოლა საზოგადოების  ჩამოყალიბების საძირკველია,  მომავალი თაობა ნელ-ნელა სწავლობს ნარჩენების მეორეულ გამოყენებას.  სტატია მინდა დავასრილო მიმართვით, რომელიც „გაეროს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელ დირექტორმა აქიმ შტაინერმა თქვა- „თუ მსოფლიო პროგრესისაკენ ვისწრაფვით...ერთობლივი ძალით უნდა ვიპივოთ გამოსავალი, რომ შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა და სათანადო სახით მოვიცილოთ“.  
      

მწვანე კედელი. მარტი



გარემოსდამცველებმა შევისწავლეთ ქარსაცავი ზოლების მდგომარეობა. მეტყევესთან ერთად ჩავატარეთ ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია და გავაშენეთ ახალიც. ჩვენი კლუბის აქტივობა „მწვანე კედელია“.როგორც ვიცით ქარსაცავ ზოლებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.იგი იცავს და ეხმარება  ხეხილის ბაღებსა და ნათესებს კარგი მოსავლიანობისათვის.ქარსაცავი ზოლები მიწასაც იცავს ეროზიისაგან.ჩვენ  ერთობლივად შევისწავლეთ სოფელში ქარსაცავი ზოლების მდგომარეობა,როგორც აღმოჩნდა 90-იან წლებში ზოგი შეშად გაიჩეხა,ზოგიც თავისთავად განადგურდა.შევისწავლეთ ქარსაცავი ზოლებში ხეების სახეობაც,ზოლების 90%-ს ნაძვი შეადგენს,ნაწილი ალვის ხეებისაგანაც შედგება.განსხვავებულია ქარსაცავი ზოლები დასახლებულ პუნქტებში,იგი ძირითადად ევკალიპტის ხეებისაგან შედგება.შედარებით კარგადაა ევკალიპტების ხეების მდგომარეობა,რადგან პერიოდულად ხდება მისი განახლება.ქარსაცავი ზოლების კვლევსას აღმოვაჩინეთ ისეთი იშვიათი ჯიშის ხეები,როგორიცაა ციმბირული ლარიქსი.ლარიქსი როგორც ვიცით ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა,რომელსაც ზამთარში  წიწვები სცვივა.მხოლოდ მის ძირას პატარა ნერგებს აქვს ჯერჯერობით წიწვები შერჩენილი.ეს იშვიათი ციმბირის მხარის ენდემი საბჭოთა მეურნეობის დროსაა შემოტანილი.ადრე მწვანე კედლის შესაქმნელად ძირითადად  ნაძვსა და ალვის ხეებს იყენებდნენ,მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა ,რომ ალვის ხეები 30 წლის შემდეგ უკვე საშიში ხდება.ჩვენ მწვანე კედლის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია.გადავწყვიტეთ და დავგეგმეთ  ქარსაცავ ზოლებშივე ამოსული ნერგები გამოვიყენოთ მის შესავსებად.გარდა ამისა გვაქვს შექმნილი სკოლის სიახლოვეს ახალი ქარსაცავი ზოლები ნაძვის ხეებისაგან,რასაც ვუვლით და ვაახლებთ.მეტყევე-ანზორ ცინცაძე,რომელიც ჩვენი მხარის ტყეებს უვლის დაგვეხმარა   მწვანე კედლის გაშენებაში. გვირჩია,რომ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ხის ნერგები,რომელიც ადვილად ეგუება პირობებს და არ უნდა მორწყვა.ძლებს ალვის ხეებზე დიდხანს 100 წელი და მეტი, წიწვოვანია და ზამთარშიც იცავს ხეხილის ბაღებს.ჩვენსკენ კი ლიმონის,ფორთოხლისა და მანდარინის ბაღებს სჭირდება განსაკუთრებული  გაფრთხილება.ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციისათვის და ახალის შესაქმნელად გამოვიყენეთ ნაძვის ხეები.

             

გარემოს დასუფთავება. მარტი



კვლავ დავასუთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლიდ თემის ცენტრი. ნარჩენების მართვა გლობალური პრობლემაა,რის მოგვარებაში უნდა ჩავერთოდ მოსახლეობის ყველა ფენა.გარემოს დაცვა გადაუდებელი აუცილებლობაა.იმედია მომავალი თაობა არ დადგება ამ სატკივარის წინაშე.ეს არის  ბუნებასთან  შეთანხმებული მოქმედება,  წინგადადგმული გზა ევროპისაკენ.ჩვენ გვიყვარს ჩვები ბუნება და მივდივართ მის დასაცავად.