გარემოსდამცველებმა ვაწარმოა ბზის გადარჩენის მესამე ეტაპი. დასავლეთ საქართველოში უკვე რამოდენიმე წელია კოლხური ბზა მასიურად ხმება. აჭარაში გახმა ბზის კორომები მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებში. ბზა მასიურად განადგურდა ჩვენს სოფელშიც.ამიტომ გასული წლის აპრილის თვეში სკოლის ტერიტორიაზე ვაწარმოეთ ბზის დაკალმება. ჩვენი კლუბის წევრების მიზანი მარტო ხეების დარგვა კი არა ,არამედ მასზე მზრუნვაა.ბზის დაკალმების შემდეგ მთელი ზაფხულის პერიოდში ვუვლიდით ბზას და შედეგიც სახეზეა.ბზა გადარჩა და გაიზარდა. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის 120 ნერგი დავარიგეთ მოსახლეობაში.დავარიგეთ ბუკლეტები ბზის ნერგების გამოყვანის შესახებ.ვაწარმოეთ მოსახლეობასთან შეთანხმება- ერთი ბზის ნაცვლად მომავალში სამი ბზის ნერგის გამოყვანა და სხვა ოჯახისათვის გადაცემა.




Комментариев нет:
Отправить комментарий