პირველი საკანონმდებლო
ჩანაწერი ტყეებისა და ბუნების დაცვის შესახებ
თამარ მეფის სამეფო ბრძანებაა, ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულში იკრძალებოდა ფეხმძიმე ცხოველებზე
ნადირობა, ყირუღის ტერიტორიაზე აკრძალული იყო ხეების მოჭრა-ეს თანამედროვე ტიპიურ ნაკრძალებს
წარმოადგენდა.ასე იცავდნენ ჩვენი წინაპრები
მშობლიურ გარემოს,ამიტომ დღეს საქართველოს ტყეები ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას
იკავებს მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით.ტყე ყოველთვის იყო ადამიანის არსებობის საშუალება,მაგრამ
დღეს მას ჩვენგან სჭირდება დახმარება. აჭარაში,კერძოდ
ხელვაჩაურის ტყეებში შემცირდა ჭოროხის მუხის პოპულაცია.იგი წითელ წიგნშია შეტანილი.ჩვენ
ვზრუნავთ ამ უნიკალური მცენარის გადასარჩენათ და გამოვიყვანეთ მუხის ნერგები.ჩვენ გავაგრძელებთ
მასზე ზრუნვას და მომავალ გაზაფხულს უკვე ორწლიანი ნერგებით სკოლის ტერიტორიაზე გავაშენებთ
მუხის ხეივანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий