понедельник, 23 апреля 2018 г.

ნარჩენების მდგრადი მართვა-მოლაპარაკე ურნები.თებერვალი



 კლუბის წევრებმა დავიწყეთ ნარჩენების დახარისხება და რაიონის დასუფთავების სამსახურს მივმართეთ თხოვნით მოგვამარაგოს ასეთივე დასახარისხებელი ურნებით.ნარჩენების მართვა ერთ-ერთი რთულად სამართავი საკითხია.მსოფლიო ყოველწამს მძიმდება ნარჩენებისაგან,რომელიც ტოქსინებითაა სავსე და გარემოს ბუმერანგივით უბრუნდება. ნარჩენების მართვზე მსოფლიო ეკოლოგები ბევრს ზრუნავენ,მაგრან საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. საქართველოში ჯერ კიდევ სოფლებისა და ქალაქების განაპირა მხარეებში შეიმჩნევა თვითნებური ნაგავსაყრელები,ჩვენი მდინარეების ნაპირებთან შეგხვდებათ გადაყრილი ნარჩენები. სკოლის ეკოკლუბის წევრებმა არაერთხელ დავასუფთავეთ ორივე მდინარის ბოლოყოსა და ჭოროხის ნაპირები, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ნარჩენების მართვის მდგრადი განვითარებისათვის შევიმუშავეთ სახალისო აქტივობა.შევქმენით მოლაპარაკე ურნები,რომელსაც აწერია თითოეული ნარჩენის ნიადაგში დაყოვნების ხანა.ურნებში უნდა მოვათავსოთ დახარისხებული ნარჩენები.ასეთი ურნები დავდგით ყველა კლასში და დერეფნებში.იმედია ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს ხელვაჩაურის რაიონის დასუფთავების სამსახური და მოგვაწოდებს შესაბამის ურნებს.


         

Комментариев нет:

Отправить комментарий