გარემოსდამცველებმა შევისწავლეთ ქარსაცავი ზოლების მდგომარეობა. მეტყევესთან ერთად
ჩავატარეთ ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია და გავაშენეთ ახალიც. ჩვენი კლუბის
აქტივობა „მწვანე კედელია“.როგორც ვიცით ქარსაცავ ზოლებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.იგი იცავს და ეხმარება ხეხილის ბაღებსა და ნათესებს კარგი მოსავლიანობისათვის.ქარსაცავი
ზოლები მიწასაც იცავს ეროზიისაგან.ჩვენ ერთობლივად
შევისწავლეთ სოფელში ქარსაცავი ზოლების მდგომარეობა,როგორც აღმოჩნდა 90-იან წლებში
ზოგი შეშად გაიჩეხა,ზოგიც თავისთავად განადგურდა.შევისწავლეთ ქარსაცავი ზოლებში ხეების
სახეობაც,ზოლების 90%-ს ნაძვი შეადგენს,ნაწილი ალვის ხეებისაგანაც შედგება.განსხვავებულია
ქარსაცავი ზოლები დასახლებულ პუნქტებში,იგი ძირითადად ევკალიპტის ხეებისაგან შედგება.შედარებით
კარგადაა ევკალიპტების ხეების მდგომარეობა,რადგან პერიოდულად ხდება მისი განახლება.ქარსაცავი
ზოლების კვლევსას აღმოვაჩინეთ ისეთი იშვიათი ჯიშის ხეები,როგორიცაა ციმბირული ლარიქსი.ლარიქსი
როგორც ვიცით ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა,რომელსაც ზამთარში წიწვები სცვივა.მხოლოდ მის ძირას პატარა ნერგებს
აქვს ჯერჯერობით წიწვები შერჩენილი.ეს იშვიათი ციმბირის მხარის ენდემი საბჭოთა მეურნეობის
დროსაა შემოტანილი.ადრე მწვანე კედლის შესაქმნელად ძირითადად ნაძვსა და ალვის ხეებს იყენებდნენ,მაგრამ გამოცდილებამ
აჩვენა ,რომ ალვის ხეები 30 წლის შემდეგ უკვე საშიში ხდება.ჩვენ მწვანე კედლის მდგომარეობის
შესწავლის შემდეგ დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია.გადავწყვიტეთ და დავგეგმეთ ქარსაცავ ზოლებშივე ამოსული ნერგები გამოვიყენოთ
მის შესავსებად.გარდა ამისა გვაქვს შექმნილი სკოლის სიახლოვეს ახალი ქარსაცავი ზოლები
ნაძვის ხეებისაგან,რასაც ვუვლით და ვაახლებთ.მეტყევე-ანზორ ცინცაძე,რომელიც ჩვენი მხარის
ტყეებს უვლის დაგვეხმარა მწვანე კედლის გაშენებაში.
გვირჩია,რომ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ხის ნერგები,რომელიც ადვილად ეგუება პირობებს და
არ უნდა მორწყვა.ძლებს ალვის ხეებზე დიდხანს 100 წელი და მეტი, წიწვოვანია და ზამთარშიც
იცავს ხეხილის ბაღებს.ჩვენსკენ კი ლიმონის,ფორთოხლისა და მანდარინის ბაღებს სჭირდება
განსაკუთრებული გაფრთხილება.ქარსაცავი ზოლების
რეაბილიტაციისათვის და ახალის შესაქმნელად გამოვიყენეთ ნაძვის ხეები.
Комментариев нет:
Отправить комментарий