понедельник, 23 апреля 2018 г.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა.




ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩავატარა ნარჩენების მართვის აქტივობა - 80 კგ მაკულატურა= 1 გადარჩენილი ხე!სამწუხაროდ , ქაღალდის წარმოებისათვის ტყის დიდი მასივების განადგურებაა აუცილებელი, არადა, მწვანე საფარი  დედამიწის სასიცოცხლო რესურსია.სწორედ ამიტომ დაიწყო მსოფლიომ მეორეული ქაღალდის დამუშავებაზე ფიქრი.როგორც ვიცით ორგანიზაციებში და მათ შორის სკოლებში დიდი რაოდენობით ქაღალდი იყრება სანაგვე ყუთებში, რომელიც ხელახალი გადამუშავებისთვის გამოდგება.  მაკულატურის უტილიზაციასა და  გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით 80 კგ მაკულატურა ერთ ზრდასრულ ხეს გადაარჩენს, შესაბამისად 1 ტონა მაკულატურით 5 კუბური მეტრი ხის მასალა იზოგება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა. ეს გარემოსდაცვითი აქცია ემსახურება საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას. აღარ მოვყვები იმის შესახებ, რამდენი სარგებლობა მოაქვს ხეს და ზოგადად ტყეს.რამდენ დაბრკოლებას შეუქმნის მისი გაჩეხვა ამ და მომავალ თაობას. ვიწყებთ  კიდევ ერთ მწვანე  აქტივობას ტყის გადასარჩენად:სკოლის დერეფანში დავდგით მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი ;ჩავატარეთ მოსწავლეებთან ტრენინგი მაკულარუის შეგროვებით მიღებული სარგებელზე;  ტყის მასივების განადგურებასთან ერთად დედამიწა მძიმდება ნარჩენებითაც.მართალია საოფისე ქაღალდი ყველაზე ნაკლებად ძლებს ბუნებაში, მაგრამ ეს მცირე დრო ორო წელია. მაკულატურის შეგროვებით კი ორ საკაცობრიო საქმეს ვაკეთებთ.გადავარჩენთ ტყესაც და შევამსუბუქებთ დედამიწას ნარჩენებისაგან. სკოლა საზოგადოების  ჩამოყალიბების საძირკველია,  მომავალი თაობა ნელ-ნელა სწავლობს ნარჩენების მეორეულ გამოყენებას.  სტატია მინდა დავასრილო მიმართვით, რომელიც „გაეროს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელ დირექტორმა აქიმ შტაინერმა თქვა- „თუ მსოფლიო პროგრესისაკენ ვისწრაფვით...ერთობლივი ძალით უნდა ვიპივოთ გამოსავალი, რომ შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა და სათანადო სახით მოვიცილოთ“.  
      

Комментариев нет:

Отправить комментарий