понедельник, 23 апреля 2018 г.

შევამსუბუქოთ გარემო პლასტმასისაგან-თებერვალი



კლუბის წევრებმა ჩაატარა კვლევა და მოაწყო გარემოსდაცვითი აქტივობა.  ახლახანს მეცნიერებმა  კვლევების  საგანგაშო შედეგები გამოაქვეყნეს.2050 წლისათვის მსოფლიო ოკეანეებში იმდენივე თევზი იქნება ,რამდენიც პლასტმასი.შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის  კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე  ზღვა საგრძნობლად დაბინძურებულია პლასტმასის ნივთებითა და ცელოფნის პარკებით. განსაკუთრებით ეს ნარჩენები აღმოჩენილია იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარე(ჭოროხი,კინტრიში,რიონი,ნატანები და სხვა) უერთდება ზღვას. შავი ზღვის აუზის მდინარეები საქართველოში მთისაა, ამიტომ გამოირჩევა ჩქარი დინებით და მთელ ნარჩენებს ზღვაში ეზიდება. მართალია შავ ზღვამ  80-იან წლებთან შედარებით  გამოჯანსაღება დაიწყო.იგი ახერხებს ნარჩენების გადამუშავებას, მაგრამ მას არ ძალუდს გაუმკლავდეს პლასტმასს. ის დამღუპველად მოქმედებს ზღვის ბინადრებზე,წყალსატევებთან მობინადრე ცივსისხლიან ცხოველებსა და წყლის ფრინველეზე. გარემოს დაბინძურებაში ადამიანის დანაშაული ლომის წილია. ბუნება კი ყველაფერს-სიკეთესაც და ბოროტებასაც  ბუმერანგივით გვიბრუნებს. მომავალ თაობას ვუტოვებთ დაბინძურებულ ზღვას და მისგან გამოწვეულ მრავალ პრობლემას.გარემოზე ზრუნვა ლოკალური გარემოს მოვლით იწყება, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მასზე ზრუნვას.კიდევ ერთხელ მოვაწყვეთ გარემოსდაცვითი აქტივობა და დავასუფთავეთ მდინარე ბოლოყოს ნაპირები.მდინარე ბოლოყო ორ კილომეტრში უერთდება მდინარე ჭოროხს და იქედამ ზღვამდე ათი კილომეტრია.ამიტომ აქ შეგროვილი ნარჩენები მნიშვნელოვნად გაასუფთავებს ზღვას. მოვაწყვეთ შეგროვილი ნარჩენების კვლევა,საიდანაც გამოიკვეთა, რომ ნარჩენების 60% პლასტმასი და ცელოფნის პარკები.ეს ნარჩენი კი ბუნებაში 100-დან 500-ს წლამდე ძლებს.ჩვენ დავამზადეთ ბუკლეტები ამის შესახებ და დავარიგეთ მოსწავლეებში.ისინი კი გაგებით მოეკიდნენ ამ პრობლემას. აგრძელებენ ნაგვის დახარისხებას და ისე ანაწილებენ ურნებში.ჩვენვე უნდა მოვუაროთ ჩვენს ბუნებას, რომლის წიაღშიც ვიზრდებით და  ვვითარდებით.




       

Комментариев нет:

Отправить комментарий