понедельник, 23 апреля 2018 г.

ჩვენ ვსწავლობთ ნარჩენების მართვას.თებერვალი



 დასაბამიდან დღემდე ადამიანმა აითვისა ხმელეთი ,წყალი და ჰაერი. კაცობრიობამ მიაღწია არნახულ აღმოჩენებს, მაგრამ მის გლობალურ პრობლემად ნარჩენების მართვა რჩება.  როგორც ვიცით ყოველ წუთს ხდება  გარემოს დანაგვიანება. მკლევარების გამოთვლით კი-2050 წლისთვის ოკეანეებში იმდენივე პლსტმასი იქნება, რამდენიც თევზი. ნარჩენების არასწორი მართვა გარემოს დიდ ზიანს აყენებს.ამიტომ უნდა ვისწავლოთ ნარჩენების მრავაჯერადად გამოყენება.საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთი რომელიმე ადამიანისათვის  უსარგებლო ნივთი სხვისთვის შეიძლება საჭირო გამოდგეს. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რადგან ნარჩენები აბინძურებს წყალს,ჰაეს, ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სანაგვემდე მივიტანოთ მხოლოდ ის ნარჩენი, რომლის მეორედ გამოყენება არ შეიძლება, რადგან პლასტმასის ბოთლებს, ცელოფნის პარკებს და სხვა შესაფუთ მასალას ასობით წელი სჭირდება რომ დაიშალოს და ჩაერთოს  ბუნებრივ ციკლში.ჩვენს გადავწყვიტეთ გამოყენებული პლასტმასის ნივთები და სხვა საყოფაცხოვრებო მასალა ხელმეორედ გამოგვეყენებინა და დავამზადეთ მრავალი ნივთი. მოვაწყვეთ ნაკეთობების გამოფენა.ამგვარი აქტივობა გარემოს იცავს ნარჩენებისაგან, ადამიანს უვითარებს ფანტაზიის უნარს და უყალიბებს ესთეთიკურ გემოვნებას.

  


Комментариев нет:

Отправить комментарий